კარგი მოლოდინი არ მაქვს – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის დედამ, მარინა კოტრიკაძემ განაცხადა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
პოლიტიკოსის ოჯახი ამბობს, რომ ახლა “ნერვების ომია”. მარინა კოტრიკაძის თქმით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის საქმის დასრულება და განაჩენის გამოტანა 3 სხდომაში შეიძლებოდა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭიანურებენ.
“ალბათ, ნერვების ომია, მოლოდინი კარგის არ მაქვს, მაგრამ წინასწარ პროგნოზის გაკეთებაც ძალიან მიჭირს. ძალიან განერვიულდა გუშინ ლევანი, მთელი ცხრა თვის განმავლობაში ითხოვდა, ეს პროცესი მალე დასრულებულიყო. საქმე იმდენად აბრურდულია, არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ. შეეძლოთ, ზუსტად სამ სხდომაში დაესრულებინათ ლევანის საქმე”- განაცხდა ლევან ხაბეიშვილის დედამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, საქმეზე განაჩენი დღეს, 21 მაისს გამოცხადდება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული და საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს.
