თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს.
თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა.
თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან.
26 მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.
თავისუფლების მოედანზე ფიცის დადებისა და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.
