Thursday, May 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო შიო მესამის მიმართვას ავრცელებს

May 20, 2026
“ისე მივეჩვიეთ განკითხვას, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე განვიკითხავთ ერთმანეთს დიდი თუ პატარა ცოდვებისთვის”- მეუფე შიო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ქადაგებას ავრცელებს.

ზედაზნის მამათა მონასტერში პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა სასულიერო პირებს და მრევლს მიმართა:

„მაღალღირსო მამაო გაბრიელ! ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, ამა მონასტრის საძმოს მამებო და ძმებო! გილოცავთ დღევანდელ დღეს – ღირსი იოანე ზედაზნელის და მისი თორმეტი მოწაფის ხსენებას, ჩვენთვის ძალიან საყვარელი წმინდანების ხსენებას, რომლებმაც საქართველოში მოიტანეს სამონაზვნო ცხოვრება და დააარსეს მონასტრები.

დღევანდელი დღე დაემთხვა აღდგომის წარგზავნას. დღეს წირვაზე სახარებაში წაკითხული იყო ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ის ბოლოჯერ ესაუბრა იუდეველებს და უთხრა: „სანამ გაქვთ ნათელი, ირწმუნეთ ნათლის, რომ იყოთ ძე ნათლისა“ (ინ. 12, 36). შემდეგ კი ამბობს: „მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელიც მოვედი სოფლად, რომ გქონდეთ ნათელი და არ იაროთ ბნელში“ (ინ. 8, 12).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ნათელი მოიტანა ჩვენთან წმინდა ნინომ, მოციქულთასწორმა და მოიტანეს ათცამეტმა ასურელმა მამებმა. თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ეს ნათელი ქრისტესი, როგორც გითხარით, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. თუ შეიძლება ითქვას, ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • გურჯაანში, ბოლო ზარის კოლონის მანქანა ტრაილერს შეეჯახა – არიან დაშავებულები
  • ლევან ხაბეიშვილი საკუთარ განაჩენს ციხიდან ეხმაურება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge