დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც ნაქირავები მანქანით საპატრიარქოში შევარდა. როსტომ მაზმიაშვილს პოლიციამ ხელბორკილები საპატრიარქოს ეზოშივე დაადო. ირკვევა რომ 51 წლის მამაკაცმა “პრიუსის” მარკის მანქანა 1 თვის წინ იქირავა და სატაქსაოდ იყენებდა, დღეს კი სანაპიროზე ჯერ შლაგბაუმი გაიტანა, საპატრიარქოს კარი გადაანგრია და ავტომობილები დააზიანა.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი ეზოში ფანჯრების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდა და სასულიერო პირების მისამართით იგინებოდა, შემთხვევის დროს საპატრიარქო სავსე იყო მონაზვნებით და სასულიერო პირებით.
ირკვევა რომ ინციდენტის დროს პატრიარქი შიო მესამე ადგილზე არ იმყოფებოდა, ის ზედაზენზე მონასტერში იყო.
ექსპერტ-კრიმინალისტებმამუშაობა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს და ავტომოობილი საპატრიარქოდან საჯარიმოზე გადაიყვანეს.
ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ქონდა თუ არა 51 წლის როსტომ მაზმიაშვილს ფსიქიკური პრობლემები. დაკავებული პოლიციის განყოფილებაში ამტკიცებდა, რომ არაფერი ახსოვს. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
