Wednesday, May 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ძვირადღირებული მედიკამენტები 100 პროცენტით ფინანსდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

May 20, 2026
“ავერსი,” “პსპ” და “მერმისი” მათი დაჯარიმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ – რას ამბობენ ასოციაციაში

„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მუნიციპალიტეტი მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარს გამოყოფს.

„თბილისის მერია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამებით ახორციელებს, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია. კერძოდ, განიკურნა ადრეული სტადიის ბენეფიციართა 97 პროცენტი.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამა, HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება. ამ დაავადებასთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროული აღმოჩენა, რადგან ხშირად სწორედ დროულ დიაგნოზზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა და ჩვენი ვალდებულებაა, ადამიანებს დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული მედიკამენტები ყველა მოსარგებლეს სრულად, 100 პროცენტით უფინანსდება.

„შესაბამისი მომსახურების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია. მოქალაქე, პროგრამაში ჩასართავად, განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას მიმართავს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან მისაღებად, საგარანტიო წერილი გაიცემა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობამ წლების განმავლობაში, აღნიშნულის გარდა, არაერთი პროგრამა განახორციელა, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება.

„ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არაერთ პროგრამასა და პროექტს ვახორციელებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ფუნდამენტზე უფრო ძლიერი საყრდენი – ადამიანი უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული, უზრუნველყოფილი შესაბამისი მედიკამენტებით, ჰქონდეს სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა და გრძნობდეს სიცოცხლის სიხარულს. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იმატებს სიმსივნით დაავადებული ადამიანების რიცხვი. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. სწორედ ამიტომ, ვალდებულად ვთვლით, ონკოპაციენტების დაფინანსება, მათზე ზრუნვა და დახმარება, დედაქალაქის ბიუჯეტში თანხის მაქსიმალური რიცხვით ავსახოთ. ხშირ შემთხვევაში, დროულად ჩატარებული კვლევა და სწორი მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. ამ პროგრამის უკან დგას არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ დგანან ადამიანები, ოჯახები და მათი სიცოცხლე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ქალი არ დარჩეს აუცილებელი მკურნალობის გარეშე ფინანსური სირთულეების გამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თავდასხმა საპატრიარქოზე ნაქირავები ავტომობილით – რა უთხრა დაკავებულმა პოლიციას?
  • „უდიდეს თამაშს თამაშობენ“ – გოგა მანიას გაფრთხილება
  • ძვირადღირებული მედიკამენტები 100 პროცენტით ფინანსდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge