2026 წლის იანვარ-აპრილში, სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 1.6%-ით გაიზარდა. ინფორმაციას “BPN” ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ბრუნვის მოცულობამ 36.922 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-აპრილში 36.329 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა.
საანგარიშო პერიოდში ბრუნვაში უდიდესი წილი, 97.8% იმპორტზე მოდიოდა. კერძოდ, 2026 წლის პირველ 4 თვეში სამხრეთ კორეიდან საქართველოში 36.126 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ წლიურად 30.1%-ით შემცირდა ექსპორტი. კერძოდ, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში სამხრეთ კორეაში 795 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია გავყიდეთ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1.137 მლნ აშშ დოლარს აღწევდა.
5 ძირითადი პროდუქცია, რაც 2026 წლის იანვარ-აპრილში სამხრეთ კორეიდან ვიყიდეთ, ასე გამოიყურება:
მსუბუქი ავტომობილები – 16 631 მლნ აშშ დოლარი;
ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – 4.446 მლნ აშშ დოლარი;
ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა – 4.430 მლნ აშშ დოლარი;
კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – 1.810 მლან აშშ დოლარი;
დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – 1.667 მლნ აშშ დოლარი.
5 ძირითადი სასაქონლო ჯგუფი კი, რომელიც მოცემულ საანგარიშო პერიოდში სამხრეთ კორეაში ექსპორტზე გავიდა, ასეთია:
ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 504 ათასი აშშ დოლარი;
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 94 ათასი აშშ დოლარი;
ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები – 74 ათასი აშშ დოლარი;
ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 68 ათასი აშშ დოლარი;
ელექტროგამანათებელი ან სასიგნალიზაციო მოწყობილობები – 14 ათასი აშშ დოლარი.
