22 მაისს, საქართველოს დროით 18:26 საათზე, მოხდება მზის და ურანის პირველი შეერთება ახალ ზოდიაქოს ნიშანში ტყუპებში, რაც ახალი რეალობის დაბადების ტოლფასია და იმ მოვლენების კატალიზატორი, რომელიც 2033 წლამდე გაგრძელდება, სანამ ურანი არ დატოვებს ამ ზოდიაქოს ნიშანს. თანამედროვე ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, რომელიც იყენებს ებრაულ სიმბოლიკას, ამ დღეს შემოქმედსა და ადამიანებს შორის მოხდა შეთანხმება და ამიტომ ითვლება განსაკუთრებულად – გაეცანით, ასტროლოგ ნინა ხომერიკის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
მზე: ებრაულ ტრადიციაში ასოცირდება შემოქმედთან, ცნობიერებასთან, სინათლესთან და ღვთაებრივ ნებასთან, ხოლო ურანი: მოულოდნელი ცვლილებების, განათების, უმაღლესი გონებისა და ტრადიციული ჩარჩოების მსხვრევის სიმბოლოა.
მზისა და ურანის შეერთება ქმნის ნაპერწკალს, რაც პირველ რიგში აისახება უჩვეულო ატმოსფერულ მოვლენებზე, ანომალიებზე, ასეთ დროს მატულობს მზეზე აფეთქებები, მოსალოდნელია ამინდის ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებები. განაგრძეთ კითხვა…
