Wednesday, May 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარტია „საქართველოსთვის“ განათლების მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

May 20, 2026
პარტია „საქართველოსთვის“ განათლების მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.

როგორც პარტიის წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები, რომლებიც აბიტურიენტებს აქვთ და მინისტრი ვალდებულია, საკანონმდებლო ორგანოდან მათ ამომწურავი პასუხები გასცეს.

„პირველ რიგში, ვულოცავ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარის დღეს. ეს არის განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში – პერიოდი, როდესაც ახალგაზრდებმა უნდა გააკეთოთ არჩევანი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს არა მხოლოდ თქვენს მომავალსა და ცხოვრების გზას, არამედ სახელმწიფოს მომავალსაც. დღეს ჩვენს აბიტურიენტებს სჭირდებათ გამხნევება და მხარდაჭერა, რათა გადაწყვიტონ, სად სურთ სწავლის გაგრძელება, თან დაძაბული საგამოცდო პერიოდიც წინ აქვთ. ისედაც სტრესული გარემოს ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლება, შემსუბუქების ნაცვლად, კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობაში და ქაოსში ამყოფებს ჩვენს ახალგაზრდებს.

მათ არ აქვთ პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე: შეძლებენ თუ არა სწავლას მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში, რამდენწლიანი იქნება სასწავლო პროგრამები, რა დაუჯდება სახელმწიფოს მათი განათლება, მოუწევთ თუ არა ქალაქის შეცვლა და თუ მოუწევთ, როგორ შეძლებენ სხვა ქალაქში ცხოვრებასა და სწავლის გაგრძელებას?

ეს კითხვები დღემდე უპასუხოდ რჩება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ ინტერპელაციის წესით ვიბარებთ განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს, რომელიც ვალდებულია, მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში და საზოგადოებას ამომწურავი პასუხები გასცეს. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კითხვები, რომლებიც ეხება: განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას, ზოგად განათლებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების მომავალს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ამასთან, ტატა ხვედელიანის განცხადებით, თითქმის ყოველდღიურად, „ქართული ოცნების“ დავალებით, უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად მისულ ახალგაზრდებს პოლიცია აკავებს ტროტუარზე დგომის გამო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
  • 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • სახალხო დამცველი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge