გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცლად საუბრობს:
19 მაისს, შესაძლებელია დღის განმავლობაში ღრუბლიანობამ მოიმატოს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტემპერატურის 1-2 გრადუსით დაკლებაზე იმოქმედებს, უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება და დასავლეთის მიმართულების ქარი, განსაკუთრებით ქალაქის გარეუბნებში, ცოტა გაძლიერდება. რაც შეეხება 20 მაისს, დედაქალაქში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და შესაძლებელია +24-დან +26 გრადუსამდე გათბეს.
უკვე 21 მაისს, აქ მთელი დღის განმავლობაში, დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, ამ წვიმას შესაძლებელია ელჭექიც დაერთოს და ეს უკვე ტემპერატურის კვლავ რამდენიმე გრადუსით დაკლებაზე იმოქმედებს.
რაც შეეხება უკვე კვირის მეორე ნახევარს, ეს არის 22, 23, 24 მაისი, აქ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, დედაქალაქში ხანმოკლე ხასიათის წვიმა-ელჭექებითაა ნავარაუდევი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21-დან +23 გრადუსამდე დარჩება.
