Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ დატოვა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა საპატიმრო ორი დღით

May 19, 2026
რატომ დატოვა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა საპატიმრო ორი დღით

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა დიზაინერმა, დათუნა სულიკაშვილმა პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ უქმე დღეებში, 2 დღით დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის უფლება მსჯავრდებულს პენიტენციური კოდექსის შესაბამისად გააჩნია.

რაც შეეხება სასჯელის სასჯელის მოხდას, დიზაინერი ციხეს მიმდინარე წლის 9 ივნისს დატოვებს.

„პენიტენციური კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს შეუძლია დატოვოს დაწესებულება დასვენებისა და უქმე დღეებში. დავით სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე განესაზღვრა 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი დაკავება მოხდა 09/12/2025 წელს, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს 09/06/2026 წელს.

ამავე კოდექსის თანახმად, დათუნა სულიკაშვილს მიეცა შესაძლებლობა ორი დღით დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება და იმყოფებოდა სახლში“- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მას რეალური სასჯელის სახით 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 4 წელნახევარი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ამასთან, სულიკაშვილს ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სულიკაშვილს კანონით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთვა, მათ შორის, მანქანის მართვისა და საჯარო ხელისუფლებაში საქმიანობა.

დიზაინერი სამართალდამცავებმა 2025 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოკუპირებულ აფხაზეთში 12 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო
  • სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
  • მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge