ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6758 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6774 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1079 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1146 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა.
