Tuesday, May 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თინა ხიდაშელი მიმართვას ავრცელებს

May 19, 2026
თინა ხიდაშელი მიმართვას ავრცელებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში „ხელოვნურად შექმნილი და ყალბი დილემების“ ირგვლივ აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. მისი შეფასებით, საზოგადოებას სერიოზულად განახილვინებენ საკითხებს, რომლებიც რეალურად არ არსებობს და ამ გზით ცდილობენ არარსებული თემების ნორმალიზებას, მათ შორის პოლიტპატიმრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე.

ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს,  რომ ადამიანის ღირსება დამოუკიდებელი უფლების სახით არცერთ საერთაშორისო კონვენციასა და დეკლარაციაში არ არსებობს და ის ადამიანის ყველა უფლების საფუძველს წარმოადგენს. მისი თქმით, საზოგადოება არ უნდა აჰყვეს „ყალბი დილემების“ განხილვას, რადგან ცივილიზებულ სამყაროში მსგავსი საკითხები უკვე დიდი ხანია სამართლებრივად შეთანხმებული და განსაზღვრულია.

“ორი დღეა ქვეყანაში განსაკუთრებული ინტენსიურობით მიმდინარეობს სრულიად ყალბი დილემების შექმნა და მათზე კამათი.
ჯერ ერთმა ჭკუის კოლოფმა სრული ბოდვა შემოგვთავაზა პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების შესახებ, და ხალხი სერიოზულად განიხილავდა მისი სიტყვების ნიუანსებს.
შემდეგ კი მეორე ჭკუის კოლოფმა ისეთი ბოდვის ბოლი დააყენა სიტყვის / გამოხატვის თავისუფლების – ღირსების უფლებასთან შეპირისპირებაზე ორი საუკუნეა ყველაზე შლეგ რეჟიმებშიც კი საჯაროდ რომ არავის უთქვამს.
ხალხო!!!
ნუ აყვებით ამ სიშლეგეში!!!
დედააზრი, არსი და მიზეზი ამ სიშლეგის სწორედ ეს არის – არ არსებული დილემების ნორმალიზაცია მოხდეს, მასზე ხალხმა სერიოზული სახით დაიწყოს კამათი და ამ კამათში ვეძებოთ გამოსავალი, მაშინ როცა თუკი ქვის ხანაში არ ვბრუნდებით, არსებობს ცნებები, სამართლებრივი დებულებები, დაცული სიკეთეები რომელზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმებული და შეჯერებულია.
და ნუ იმორცხვებთ როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ყალბი დილემებით გესაუბრებიან
და მაინც თუ გაინტერსებთ რას ნიშნავს სახელმწიფოს მიერ დაცული “ღირსება”, ადამიანის უფლებების ყველა ძირითადი აქტი / კონვენცია / დეკლარაცია ამ საკითხზე ცალსახა პასუხს სცემს.
1. ადამიანის ღირსება, როგორც ცალკე უფლება, არ არსებობს! მას ვერ იპოვით ვერც ერთ კონვენციასა თუ დეკლარაციაში.
2. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ის არის საფუძველი ყველა უფლების და თავისუფლების და ეს უფლება-თავისუფლებათა გრძელი სია წარმოადგენს სწორედ ადამიანის ღირსების კომპონენტებს.
3. ადამიანის ღირსების ყველა, სახელმწიფოს მიერ დასაცავი კომპონენტი ამ კონვენციებში დეტალურად არის გაწერილი – ღირსეული ცხოვრებისთვის ღირსეული სამუშაო პირობები, განათლება, ჯანდაცვა და სხვა.
4. “All human beings are born free and equal in dignity and rights.” აცხადებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის დაბადებით თავისუფლება და თანასწორობა არის გამოცხადებული სწორედ ღირსებისა და უფლებების მსაზღვრელად.
ყველაფერი სხვა სუბიექტურია და ადამიანის შეფასების საქმეა. მაგალითად, ყოველჯერზე როცა მსგავსი ბოდვები მესმის და იქვე აყოლებენ იურისტი ვარო, მე პირადად პროფესიული ღირსება მელახება და როგორ უნდა დამიცვას ეხლა ვინმე გორდელაძემ?
ამ თემაზე ძალიან, ძალიან ბევრი შემიძლია ვწერო! ათასობით წიგნი დაწერილა იმის განსამარტად რატომ არ არსებობს არცერთ საერთაშორისო უფლებათა აქტში ღირსების უფლება როგორც ცალკე უფლება, მაგრამ fb-ს პოსტი ამგავრი გრძელი ფილოსოფიური დისკუსიების ადგილი ალბათ არ არის.
მხოლოდ იმაზე დაფიქრდით, 2 საუკუნის მანძილზე, ამხანაგი გორდელაძე ან ამხანაგი მამუკა პირველნი არიან თუ არა. ვინც ღირსების დაცვის მისიით დაკავდა? და თუ თქვენი პასუხია ალბათ არა, მაშინვე მიხვდებით რაშია საქმე” – წერს თინა ხიდაშელი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უფლებადამცველები ალეკო ელისაშვილის საქმიდან “გამქრალ” ვიდეო-სამხილებს ეძებენ
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრუფინგი ჩაინიშნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge