„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, 19 მაისს, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე და 18:00 საათიდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში;
10:20 საათიდან 20:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბაგა, საკრამულო, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში;
11:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბიწმენდი, წინამძღვრიანთკარი, ჯიღაურა, გალავანი, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში;
12:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგში;
14:00 საათიდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
