გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში „რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბრუნდება“, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გავრცელებულ განცხადებაში.
“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში „რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბრუნდება“, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბათუმის ნავსადგურში აღნიშნული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით არ არსებობს არც დადასტურებული განაცხადი და არც რაიმე შემოსვლის განაცხადი მუშავდება.
მსგავსი ტიპის დაუზუსტებელი და ემოციურად მანიპულაციური განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებაში დაძაბულობისა და სპეკულაციების შესაქმნელად.
საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ყველა პროცედურა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებების, უსაფრთხოების, სასაზღვრო და სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნების სრული დაცვით.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს” – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აქტივისტმა რომა მახარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში 25 მაისს „რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბრუნდება“
