მამუკა დინარაძემ აქციებზე დაკავებულების შესაძლო შეწყალებასა და ამ საკითხზე სასულიერო პირების პოზიციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“მე არ ვიცი, ვინ არის სინდისის პატიმარი. ეს არის თქვენი შეფასება, ამიტომ, სანამ ერთი მხრიდან იქნება სინდისის პატიმარზე საუბარი და მეორე მხრიდან იქნება დამნაშავეზე, აქ შეთანხმება ვერ შედგება…
როდესაც საუბრობთ ამაზე და ამბობთ, რომ სასულიერო პირებმა და სინოდის წევრებმა თქვეს, რომ სინდისის პატიმრების შეწყალება იქნება კარგი, მათ სინდისის პატიმრები არ უხსენებიათ, პირიქით, მათ თქვეს და ჩემთვის ეს პოზიცია მისაღებია, რომ ვინც ინანიებს, სინანულზე საუბრობდნენ ისინი, აზრი ეს იყო, ვინც გამოხატავს სინანულს მისი შეწყალება არის კარგი. მე ამას ვეთანხმები. სინანული გამომდინარეობს აღიარებისგან.
სახელმწიფო ზოგადად, ამ შემთხვევაში ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მაინც ვიტყვი, ასეთი პირის მიმართ ყოველთვის უფრო ლმობიერია. მათ შორის, საპროცესო შეთანხმებასთან მიმართებაში, შეწყალებასთან მიმართებაში და ა.შ… როგორც ერთი მოქალაქე, მომხრე ვიქნები ნებისმიერი ჰუმანური გადაწყვეტილების იმ შემთხვევაში, თუ იქნება მონანიება, აღიარება…” – თქვა მდინარაძემ.
