Monday, May 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აბორტების რაოდენობა ყველაზე ეფექტურად მცირდება არა აკრძალვით, არამედ ხარისხიანი სექსუალური განათლებით, კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობით, სოციალური მხარდაჭერით და ქალის უფლებების პატივისცემით” – ექიმი-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია

May 18, 2026
“აბორტების რაოდენობა ყველაზე ეფექტურად მცირდება არა აკრძალვით, არამედ ხარისხიანი სექსუალური განათლებით, კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობით, სოციალური მხარდაჭერით და ქალის უფლებების პატივისცემით” – ექიმი-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია

xr:d:DAGAO94uwNo:2,j:2024790499616197618,t:24032211

ექიმი-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“აბორტზე საუბარი საქართველოში ხშირად ემოციურ, რელიგიურ და პოლიტიკურ პოლარიზაციაში იკარგება, თუმცა როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის ექიმს, მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე საუბარი ისტორიის, მედიცინისა და ადამიანის უფლებების კონტექსტის გარეშე არასრულყოფილია.
საქართველოში აბორტის ისტორია საბჭოთა სისტემის ისტორიასთანაა მჭიდროდ დაკავშირებული. საბჭოთა კავშირში აბორტი 1920 წელს ლეგალიზდა — არა იმიტომ, რომ ქალის ავტონომია აღიარეს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს მართავდა. მოგვიანებით, 1936 წელს სტალინმა აბორტი აკრძალა დემოგრაფიული პოლიტიკის ფარგლებში, რადგან სახელმწიფოს მეტი მოსახლეობა სჭირდებოდა. შედეგი იყო არა აბორტის გაქრობა, არამედ ქალთა სიკვდილიანობის, არალეგალური პროცედურებისა და ჯანმრთელობის გართულებების ზრდა. 1955 წელს საბჭოთა კავშირმა აბორტი ისევ დააკანონა, რადგან რეალობამ აჩვენა, რომ აკრძალვა ვერ მუშაობდა.
ამავე პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა სივრცეში, პრაქტიკულად არ არსებობდა თანამედროვე სექსუალური განათლება და კონტრაცეფციაზე თავისუფალი ხელმისაწვდომობა. თაობები იზრდებოდნენ სიჩუმეში, სირცხვილის კულტურაში და ინფორმაციის დეფიციტში. ბევრ ქალს ოჯახის დაგეგმვის საშუალებად მხოლოდ აბორტი რჩებოდა. ამიტომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აბორტის მაღალი მაჩვენებლები ისტორიულად უფრო მეტად უკავშირდებოდა სისტემურ ჩავარდნებს, ვიდრე „მორალს“.
დღეს საქართველოში აბორტი კანონიერია ორსულობის 12 კვირამდე ქალის მოთხოვნით, ხოლო გარკვეულ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შემთხვევაში — მოგვიანებითაც. თუმცა მიუხედავად კანონიერებისა, სტიგმა კვლავ ძლიერია. ქალი, რომელიც აბორტზე საუბრობს, ხშირად ექცევა მორალური განსჯის ქვეშ, მაშინ როდესაც იგივე საზოგადოება ხშირად სდუმს:
• სექსუალური განათლების დეფიციტზე
• კონტრაცეფციის ფასსა და ხელმისაწვდომობაზე
• ოჯახურ და სექსუალურ ძალადობაზე
• არასრულწლოვანთა ორსულობაზე
• და ქალების ეკონომიკურ დაუცველობაზე.
ამ საკითხში განსაკუთრებით საშიშია ის, როცა სახელმწიფო, რელიგია ან პოლიტიკური ჯგუფები ქალის სხეულს დემოგრაფიული ინსტრუმენტის როლში განიხილავენ. ისტორიულად ავტორიტარულ სისტემებს ხშირად სჭირდებოდათ ქალის რეპროდუქციული ფუნქციის კონტროლი — ხან თითქოს შობადობის გაზრდისთვის, ხან „ერის გადარჩენის“ სახელით, ხან კი ტრადიციისა და მორალის დაცვის ლოზუნგებით. ასეთ დროს ქალი აღიქმება არა როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, არამედ როგორც „საზოგადოების სხეული“, მე ვიტყოდი, როგორც “საზოგადოების საშვილოსნო/ინკუბატორი”.
ეს რიტორიკა განსაკუთრებით ნაცნობია პოსტსაბჭოთა საზოგადოებებისთვის, სადაც ქალის სექსუალობა და რეპროდუქცია ხშირად კოლექტიური კონტროლის სფეროდ იქცა (გაგონებთ რაიმეს? ფაშიზმს ხომ არა?). სწორედ ამიტომ აბორტის დემონიზაცია ბევრად უფრო ფართო სოციალური პროცესის ნაწილია — ქალის სხეულის პოლიტიზაციის, სექსუალობის კონტროლისა და ავტონომიის შეზღუდვის.
საინტერესოა, რომ საზოგადოება ხშირად უფრო მეტად გმობს აბორტს, ვიდრე იმ გარემოებებს, რომლებიც არასასურველ ორსულობამდე მიჰყავს ადამიანებს. ნაკლებად ისმის კითხვა:
რატომ არ აქვს ბევრ ახალგაზრდას სანდო სექსუალური განათლება?
რატომ არის კონტრაცეფცია ბევრისთვის ფინანსურად რთულად ხელმისაწვდომი?
რატომ არის ქალებზე პასუხისმგებლობის არაპროპორციული ტვირთი?
რატომ რჩება დედობა ხშირად არა არჩევანად, არამედ სოციალურ ვალდებულებად?
დღეს საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური რეალობა მნიშვნელოვანი ნაწილია ამ სურათის. ბევრი ოჯახი ცხოვრობს ფინანსური არასტაბილურობის პირობებში — მაღალი ფასები, არათანმიმდევრული შემოსავლები, საცხოვრებლის პრობლემები და სოციალური დაცვის სუსტი სისტემა ხშირად ქმნის გარემოს, სადაც რეპროდუქციული გადაწყვეტილებები ხდება არა თავისუფალი არჩევანი, არამედ ეკონომიკური გადარჩენის ნაწილი.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემაც: საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევა და სახელმწიფო/კერძო სქემები ხშირად არ ფარავს სრულად არც რეპროდუქციულ დაგეგმვას, არც კონტრაცეფციას და არც აბორტს ადეკვატურ დონეზე. ეს ქმნის პარადოქსს — სისტემა ხშირად არ აფინანსებს პრევენციას, მაგრამ შემდეგ მორალურად აკრიტიკებს მის შედეგებს. თუმცა ჩვენთან არც დიუშენის სინდრომით მომაკვდავი ბავშვების წამალს ვაფინანსებთ, რომელთა დღეებიც უბრალოდ დათვლილია…
ისტორიულად და თანამედროვე პოლიტიკურ დისკუსიებში ხშირად ჩანს განსხვავებული ხედვები „კონსერვატიზმის“ შესახებ (“კონსერვატიზმი” და მისი ინტერპრეტაციები ზოგადად დიდი მანიპულაციებისა და პოპულიზმის საგანია თითქმის ყველგან მე თუ მკითხავთ). ერთ მხარეს არის არგუმენტი, რომ პრონატალისტური პოლიტიკა უნდა დაეხმაროს დემოგრაფიას. მეორე მხარეს კი კრიტიკული ხედვა, რომ თუ არ არსებობს ძლიერი სოციალური მხარდაჭერა — ხარისხიანი განათლება, ხელმისაწვდომი კონტრაცეფცია, ეკონომიკური სტაბილურობა და ჯანმრთელობის დაცვა — მხოლოდ შობადობის წახალისება ვერ ნიშნავს რეალურად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია, რომ რეპროდუქციული პოლიტიკა არ გადაიქცეს მხოლოდ რაოდენობრივ მიზნად. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ დაბადების წახალისებას, არამედ არჩევანის რეალურ შესაძლებლობასაც — უსაფრთხო პირობებში, ინფორმირებულად და ძალდაუტანებლად.
საქართველოში ასევე ხშირად იგრძნობა უფრო ფართო სოციალური პრობლემა — ქალის რეპროდუქციული როლი ხანდახან განიხილება არა როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი მოლოდინი. ეს ქმნის სტრესს, სტიგმას და დანაშაულის განცდას ქალების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ არ აქვთ საკმარისი ეკონომიკური ან ინსტიტუციური მხარდაჭერა.
ამიტომ აბორტის საკითხი არ არის მხოლოდ „დადებითი ან უარყოფითი არჩევანი“. ეს არის სისტემა, სადაც ერთმანეთს ხვდება:
• ეკონომიკური რეალობა
• ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
• განათლება
• სოციალური მხარდაჭერა
• და ქალის ავტონომია
როგორც ექიმი, მე ფართოდ გახელილი თვალებით ვუცქერ ამ თემას მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პერსპექტივიდან: მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ყველაზე ეფექტური გზა აბორტების შემცირებისთვის არის არა შეზღუდვა ან სტიგმა, არამედ:
• სექსუალური განათლება
• კონტრაცეფციის რეალური ხელმისაწვდომობა
• სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა
• და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება
როდესაც ეს პირობები სუსტია, ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ დაბადების რაოდენობაზეა ფოკუსირებული, რჩება არასრულყოფილი.
ქალის სხეული და მისი რეპროდუქციული არჩევანი არ უნდა იქცეს არც პოლიტიკური კონკურენციის, არც იდეოლოგიური კონტროლის და არც სოციალური წნეხის ინსტრუმენტად.
მე, ექიმი, ვერ ვხედავ ქალის სხეულს როგორც იდეოლოგიურ ტერიტორიას, რომელსაც საზოგადოება უნდა აკონტროლებდეს. მედიცინის მიზანი არ არის დასჯა, სირცხვილის გაღვივება ან ადამიანის ცხოვრების მორალური პოლიცია. მედიცინის მიზანია:
• უსაფრთხოება
• ინფორმირებული არჩევანი
• პრევენცია
• ჯანმრთელობა
• და ადამიანის ღირსების დაცვა.
კიდევ ერთხელ!
აბორტების რაოდენობა ყველაზე ეფექტურად მცირდება არა აკრძალვით, არამედ:
• ხარისხიანი სექსუალური განათლებით
• კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობით
• სოციალური მხარდაჭერით
• და ქალის უფლებების პატივისცემით.
ქალის სხეული არ არის სახელმწიფოს დემოგრაფიული რესურსი!
არც ეკლესიის საკუთრება!
და არ საზოგადოების კოლექტიური პროექტი!
ქალის სხეული ეკუთვნის თავად ქალს!” – წერს ეკა კვირკველია.

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა: “თუ ოჯახში მძმე ცოდვა ტრიალებს, როგორიც არის აბორტი, ასეთი ოჯახი განწირულია და პირიქით, სადაც 2-3 წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
  • “ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ?” – რას წერს ლენუკა ყიფშიძე?
  • „ძლიერი საქართველო – ლელო“ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge