“თავისა და სახის არეში მირტყამდა… მემუქრებოდა, რომ მომკლავდა” – 52 წლის ქალი ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს, გიორგი ძიძიკაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. როგორც მათთან საუბრისას ელენა ზაუზოვკოვა ყვება, დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავაა. ასევე ცნობილია, რომ კონფლიქტში მონაწილე პირები ერთმანეთის ნათესავები არიან. მისივე თქმით, ნათესავი მას თავს ღამის საათებში დაესხა
“ღამის საათები იყო. უკვე ვიწექი, ახალჩაძინებული ვიყავი. მომვარდა, გადმომაგდო საწოლიდან და თავისა და სახის არეში დამიწყო გამეტებით რტყმა. ცემის დროს მეუბნებოდა, რომ წავსულიყავი სახლიდან, მეორე დღეს დაბრუნდებოდა და თუ დავხვდებოდი, ადგილზე მომკლავდა. სახლის დატოვებას მაიძულებდა, მემუქრებოდა, რომ არ მეყვირა, არ მეთქვა ეს ყველაფერი პოლიციისთვის. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე წავედი პოლიციაში, დავაფიქსირე ჩემზე ძალადობის ფაქტი და აღწერეს დაზიანებები, გადამიყვანეს ექსპერტიზაზეც. ის გამოჰკითხხეს და გაუშვეს. ის არის ჩემი მეუღლის ძმის სიძე, მუშაობდა ივანიშვილის დაცვის სამსახურში და ვფიქრობ, რომ ამით სარგებლობს და იყენებს გავლენებს” – ამბობს ქალი TV პირველთან
