აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ფიქრობს, რომ ჯეი დი ვენსი შესანიშნავი პრეზიდენტობის კანდიდატია. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ თუ ვენსი ტრამპის შესაძლო შემცვლელი გახდება, ის მისი მხარდამჭერი იქნება. ეს განცხადება რუბიომ NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ჯეი დი ვენსი ჩემი კარგი მეგობარია. თუ ჯეი დი გადაწყვეტს კენჭი იყაროს, ის ფენომენალური კანდიდატი იქნება. საჯაროდ მითქვამს და ახლა ვიტყვი, რომ მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც ხელს მოაწერს და მას მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, ჯეი დი ძალიან მაგარი იქნება“, – განაცხადა რუბიომ.
ჟურნალისტმა რუბიოს აგრეთვე ჰკითხა, განიხილავს, თუ არა ის საკუთარ თავს პრეზიდენტობის კანდიდატად, რაზეც მან უპასუხა, რომ კიდევ 2,5 წელიწადი მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობა მოუწევს და წინ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი.
