Saturday, May 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რუსეთი ოკუპაციის პროცესიდან ფაქტიურად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ღია ანექსიის პროცესზე გადავიდა – სამადაშვილი

May 16, 2026
რუსეთი ოკუპაციის პროცესიდან ფაქტიურად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ღია ანექსიის პროცესზე გადავიდა – სამადაშვილი

“ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დიპლომატი სალომე სამადაშვილი “ოცნების” მიერ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნაზე უარის თქმას ეხმაურება.

სამადაშვილი ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას არ დაუჭიროს მხარი ქვეყანამ, რომელის ტერიტორიაზეც აქვს ჩადენილი მათ შორის ომის დანაშული რუსეთს, ეს არის იმ რუსული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ივანიშვილი საქართველოში ატარებს.

ვხედავთ, რომ რუსეთი ოკუპაციის პროცესიდან უკვე გადავიდა ფაქტიურად ღია ანექსიის პროცესზე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების და ამას სრულიად უსუსურობით პასუხობს ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც წლებია ჩვენ გვესაუბრება რუსეთთან რაღაც პრაგმატულ პოლიტიკაზე. ეს პოლიტიკა, რასაც აწარმოებს ივანიშვილის რეჟიმი რუსეთთან მიმართებაში და რომლის გამოხატულებაც არის მათ შორის გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას არ დაუჭიროს მხარი ქვეყანამ, რომელის ტერიტორიაზეც აქვს ჩადენილი მათ შორის ომის დანაშული რუსეთს, აი ამ ე.წ. პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებაა.

ამ პოლიტიკის ერთადერთი შედეგი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის გაუქმებული მომავალი ჩვენი ევროკავშირში, ეს არის არაშენებული ანაკლიის პორტი და ეს არის უკვე ღიად მიმდინარე ანექსიის პროცესი, რომელსაც ვერაფერს ვერ უპირისპირებს მმართველი რეჟიმი. ეს არის საქართველოს ინტერესების გაყიდვა, ეს არის საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ რეჟიმს აუცილებლად დაეკისრება მომავალში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებზე გამოძიების მიზნით, სპეციალური ტრიბუნალს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხმა არ მისცა.

მოლდოვაში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც 46 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, 36 ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ახალ გაფართოებულ შეთანხმებას, საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა, თურქეთმა, სერბეთმა, ალბანეთმა, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, სლოვაკეთმა და მალტამ კი ამ შეთანხმებას ხმა არ მისცა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი თბილისშია
  • 16 მაისის ჯადოსნური ახალმთვარეობისას შესასრულებელი მარტივი პრაქტიკა
  • ერთ დღეში ოქრო 13 ლარით გაიაფდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge