26 მაისს რაც შეეხება და აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ – 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი მცდელობა [ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის] სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული.
„26 მაისს რაც შეეხება, აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი მცდელობა არის სრული წარუმატებლობისთვის განწირული, ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე“,- განაცხადა კობახიძემ.
