Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„საკუთარ პროპაგანდაში აიბლანდნენ“ – ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ უკრაინასა და დასავლეთთან ორმაგ თამაშში ადანაშაულებს

May 15, 2026
„საკუთარ პროპაგანდაში აიბლანდნენ“ – ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ უკრაინასა და დასავლეთთან ორმაგ თამაშში ადანაშაულებს

“ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის გზავნილებსა და რიტორიკაზე ოპოზიცია მწვავე შეფასებებს აკეთებს. “ქართული ოცნების” ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდი საკუთარ განცხადებებს თავადვე ეწინააღმდეგება და უკრაინასთან თუ დასავლეთთან მიმართებით წლების განმავლობაში გავრცელებული გზავნილების გადაფარვას ცდილობს.

“ივანიშვილის მინისტრებს, იქნება ეს მაკა ბოჭორიშვილი თუ სხვა, მოუწევთ ყველასთან საუბარი, მათ შორის, ზელენკისთანაც. ჩვენ ვხედავთ კობახიძის და სხვა მინისტრების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, თითქოსდა არანაირი ცუდი განცხადება არასდროს გაუკეთებიათ ზელენსკის ან უკრაინასთან მიმართებაში, რაც ტყუილია. ისინი ყოველთვის იბლანდებიან საკუთარ პროპაგანდაში. ქსელში, რომელსაც ისინი ბლანდავენ, თავადვე იბლანდებიან და მოუწევთ რეალური სიმართლისთვის თვალის გასწორება, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

“ქართული ოცნების” ქმედებებს შიშსა და გეოპოლიტიკურ გათვლებს უკავშირებს ენმ-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი. მისი შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლება დასავლეთსა და უკრაინასთან ურთიერთობებში არსებული რისკების გათვალისწინებით მოქმედებს და სამომავლო პოლიტიკური რეალობებისთვის კავშირების შენარჩუნებას ცდილობს.

“ესენი ხომ, საერთოდ, შიშებით ხელმძღვანელობენ – გეოპოლიტიკაში, შიდა პოლიტიკაში მუდმივად შიში ამოძრავებთ. ახლა გაუჩნდათ გარკვეული შიშები დასავლური სამყაროსი, უკრაინის და ევროპის ერთად დანახვის, რომელიც მაგარ ფორმაშია, რომელიც პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის შეკავების საკითხში პუტინი დაამხეს და დაასრულეს მისი მმართველობა, მერე ვიღასთან ვილაპარაკოთ, ვინ იქნება ჩვენი პატრონი და არ უდათ, ბოლო პატარა, საცალფეხო ხიდიც დაიწვას იგივე ევროპასთან და უკრაინასთან და ამიტომ ცდილობენ, რომ ეს ძაფი მუდმივად გაბმული იყოს და ეს საკომუნიკაციო არხის არსებოობდეს, – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

ხელისუფლების ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს “თავისუფლების მოედნის’ ლიდერი ლაშა ცუცქირიძეც, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი საკუთარ მხარდამჭერებს ურთიერთგამომრიცხავი გზავნილებით მიმართავს და სხვადასხვა დროს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს.

“ქართული ოცნება” ატყუებს მუდმივად საკუთარ მხარდამჭერებს. ერთ დღეს ეუბნება, რომ უკრაინა ომში გვითრევს, მეორე დღეს გახარებული აქვეყნებს მათ ფოტოებს. ერთ დღეს ამბობს, რომ ევროკავშირი ცუდია და როგორც კი ვინმე ევროპელ ტურისტს შეხვდებიან, ეგრევე სელფს იღებენ, ფეისბუქზე დებენ და ბუსტავენ ხოლმე. ერთ დღეს ამბობენ, რომ საქართველო ევროპისკენ მიჰყავთ ღირსებით და მეორე დღეს ამბობენ, რომ ევროპა არის გახრწნილი და გათახსირებული, – ამბობს ლაშა ცუცქირიძე.

დღეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება – მოლდოვაშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოჭორიშვილი კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ასევე, ცნობილია, რომ რამდენიმე საათში მაკა ბოჭორიილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. რა აქვს სათქმელი ბოჭორიშვილს სიბიჰასთვის ჯერჯერობით უცნობია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჯერ უკრაინას დაუშავა ბევრი რამ და უფრო ადრე – საქართველოს. ეთნიკურად ქართველი კრიმინალის განხილვა რაიმე სახის წინაპირობად სრულიად გამორიცხულია” – კობახიძე სააკაშვილზე
  • “ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, “ოცნების“ მიერ მოსყიდული “ნაცები“ – გიგა ფარულავა ნიკა გვარამიას განცხადებაზე
  • “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის საქმე – 12-ივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge