ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქართველი ჟურნალისტების აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ნინო წილოსანი გამოეხმაურა.
“სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას. ინფორმაცია, რომელიც საჭირო არის, რომ ქართველმა მსმენელმა გაიგოს, აუცილებლად მიეწოდება ჩვენს საზოგადოებას, თუმცა ის სავალალო მდგომარეობა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციასა და ბიუროკრატების ნაწილში არის ნამდვილად შემაშფოთებელია.” – თქვა ნინო წილოსანმა.
13 მაისს TV იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა მათ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. ასევე, მოლდოვის მთავრობამ TV იმედს, რუსთავი 2-სა და PosTV-ის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად, რომელიც 15 მაისს იმართება, აკრედიტაცია არ მისცა. სესიას ბოჭორიშვილიც დაესწრება.
