ერთ დღეში საქმიდან გამქრალი “კანონიერი ქურდი” – რატომ აღარ ფიგურირებს ხმაურიან საქმეში ნოდარ შუკაკიძის გვარი, ეს კითხვა “პირველებმა” დღეს საქმის პროკურორს, როინ ხინთიბიძეს დაუსვა.
მაშინ, როცა გუშინ შსს-ს ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმმა ნოდარ შუკაკიძის გვარი და სახელი ხაზგასმით დააფიქსირა, დღეს პროკურორი მედიასთან ამტკიცებს და “კანონიერ ქურდს” სისხლის სამართლის საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ნოდარ შუკაკიძეს ბრალი წარდგენილი არ აქვს. აღნიშნულ საქმეს საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვს ნოდარ შუკაკიძეს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნოდარ შუკაკიძის პასუხისმგებლობა საერთოდ არ იკვეთება. არანაირად არ ფიგურირებს ნოდარ შუკაკიძე, არცერთ მათგანს არ იცნობს. იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელსაც მე ვუწევ ზედამხედველობას, დაკავების განჩინება გაცემული იყო 33 პირზე, 32 პირი დაკავებულ იქნა, ერთ პირს წარედგინა ბრალდება დაუსწრებლად, რომელიც ვერ დავაკავეთ და ერთი პირი ასევე პენიტენციურში მიეცა პასუხისგებაში”, – განაცხადა როინ ხინთიბიძემ.
საქმესთან ნოდარ გლდანსკის” კავშირებს კატეგორიულად გამორიცხავს მისი ადვოკატი, არჩილ ბერიანიძეცც.
არანაირი შემხებლობა ნოდარ შუკაკიძის აღნიშნულ საქმესთან არ დასტურდება.შესაბამისად, ბუნებრივი და ობიექტური მოცემულობაა, რომ ნოდარ შუკაკიძე არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული. არანაირი ექსპერტიზის დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის. არც ავთენტურობაზე ვაყენებ კითხვის ნიშანს. ფიზიკურად რომ არ ფიგურირებს ნოდარ შუკაკიძე არცეერთ სისხლის სამართლის საქმეში, ეს დასტურდება თავად ბრალდების მხარის პოზიციით. მტკიცებულებების და ფაქტის არარსებობის ფონზე პირი ვერ იქნება ბრალდებული. ფიზიკურად არ არის მტკიცებულება, ერთი მტკიცებულებაც კი”, – აცხადებს ადვოკატი.
44 დაკავებულიდან 12 დღეს პატიმრობაში გაუშვეს. ამ წუთებში 7 კაციან ეპიზოდზე მოსამართლე ლელა მარიდაშვილი მსჯელობს.
დღეს, 14 აპრილს, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ერთი შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომელსაც ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე ბრალი წარედგინათ – ბრალი 51 პირის ნაცვლად 50 პირს წარუდგინეს. საქმე 4 ეპიზოდან დაიყო.
- საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.
