მოქალაქეები გამოსახლების პროცესის შეჩერებას ცდილობენ. ხმაურია ვაკეში, სადაც კეკელიძის ქუჩის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ბლოკირებულია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. აღსრულების პოლიცია ბინის დატოვებას მოითხოვს ოჯახისგან, ვინც ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფინანსური ვალდებულერბები ვერ დაფარა. ოჯახის ახლობლები კი აცხადებენ, რომ საქმე აქვთ კერძო იპოთეკურ თაღლითურ სქემასთან და პოლიციას გამოსახლების საშუალებას არ მისცემენ.
ტელეკომპანი “ფორმულას” ინფორმაციით აღსრულების პოლიციის თანამშრომლები გეგმავენ, რომ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებო ოჯახი გამოასახლონ. ამ წუთებში ისინი კარს ჭრიან და ბინიდან ოჯახის გამოყვანას ძალის გამოყენებით აპირებენ. სახლში მცირეწლოვანი ბავშვიც არის.
კერძო იპოთეკარი ამტკიცებს, რომ ოჯახი უკვე დიდი ხანია აღნიშნულ ბინაში უკანონოდ ცხოვრობს, მათ ვერ შეძლეს გადასახადების დაფარვა რის შედეგადაც სახლი გასხვისდა.