კი, ქილიკის საგანია ხოლმე დიფ სტეიტი და გლობალური ომის პარტია, მაგრამ ეს არის წმინდა წყლის გამოხატულება, როგორ ახდენენ გავლენას, მათ შორის, ევროპარლამენტზე – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
“ევროპარლამენტი, რომელიც ფლაგმანი უნდა იყოს იმ ღირებულებების დაცვის, რომელიც მოიცავს მედიის თავისუფლებას და ვხედავთ რომ ევროპარლამენტი დღეს გახდა მედიაზე თავდასხმის ინსტრუმენტი. მაგალითად ბრეიზას განცხადებით, რომლებიც ამბობდნენ, მათ ქვეშ დაქვემდებარებული ქართველები, რომ ბრძოლას აზრი აქვსო, ბევრი ვიმუშაოთ რომ საკუთარი ქვეყნის მედია დაგვესანქცირებინაო და არ დაგვეშვაო.
ეს არის ის უბედურება, რაც სამწუხაროდ ზოგიერთ ქართველს სჭირს, რომელიც თვითონ ქართველის ხელით მოქმედებენ.
კი, ქილიკის საგანია ხოლმე დიფ სტეიტი და გლობალური ომის პარტია, მაგრამ ეს არის წმინდა წყლის გამოხატულება, როგორ ახდენენ გავლენას, მათ შორის, ევროპარლამენტზე და ამით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის არის დაქვემდებარებული და ინსტრუმენტად არის გამოყენებული, მათ შორის, იმ ღირებულებების არ დასაცავად, რომლისთვისაც იყო ეს გაერთიანება შექმნილი” – თქვა მარიამ ლაშხმა.
