Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი მიმართვას ავრცელებს და სასტიკი ანგარიშსწორების ორგანიზატორების დასჯას ითხოვს

May 14, 2026
“სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდნნენ” – ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის მიმართვა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე პროევროპული აქციების მონაწილეების წამების ორგანოზატორების გამოვლენას და დასჯას ითხოვს.

რაც შეეხება მისი ცემის ფაქტზე დაკავებულ 2 სპეცრაზმელს, პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ვინ არიან დაკავებულები. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ენმ-ის ლიდერი აღნიშნავს, რომ პატიობს მასზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს, არც არანაირი პირადი შურისძიება არ ამოძრავებს, თუმცა მისთვის საინტერესოა, იმ ასეულობით ახალგაზრდის წამების დამაორგანიზებელი, მათი დამსახიჩრებელი.

“უნდა გვესმოდეს, რომ 300-500 ადამიანის წამებას ეს კინკილა 5 ადამიანი ვერ ჩაიდენდა. მთავარია, დავალებების გამცემი, წამების ორგანიზატორი, პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ”- წერს ხაბეიშვილი.

“27 წუთი ათეულობით რობოკოპმა ფაქტობრივად წამება გამატარა. აქედან, ამბობენ, ორი დავიჭირეთო. ჩემთვის ესეც დაუდასტურებელია, ეს ორი რეალურად იყო თუ არა მონაწილე, მაგრამ როგორც უნდა იყოს და რაც უნდა იყოს, შეთავაზება მაქვს პროკურატურასთან – ვპატიობ დაკავებულ ჩემზე მოძალადეებს და არანაირი პირადი შურისძიება არ მამოძრავებს. ჩემთვის საინტერესოა იმ ასეულობით ახალგაზრდის წამების დამაორგანიზებელი, მათი დამსახიჩრებელი.

ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავს, რასაც ვულოცავ სრულიად საქართველოს და პირადად შიო მესამეს. შესაბამისად, მზად ვარ, პირადი მაგალითით ვაპატიო ჩემზე მოძალადეებს. ვერ ვაპატიებ ვერასდროს ახალგაზრდების დასახიჩრებას, მაგრამ საკუთარ თავზე მზად ვარ.

უნდა გვესმოდეს, რომ 300-500 ადამიანის წამებას ეს კინკილა 5 ადამიანი ვერ ჩაიდენდა. მთავარია, დავალებების გამცემი, წამების ორგანიზატორი, პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ და პლუს, ხუთი კი არა, ასეულობით მოძალადე, მწამებელი გამოაშკარავდეს.

მივმართავ რეჟიმს, როგორც ხედავთ (ჩემი მწამებლებისგან) არც აღიარებას, არც პატიებისთვის მომართვას არ ვითხოვ და რაც პირადად მე მიკავშირდება, ამას ვაცხადებ. საზოგადოება კი იმსახურებს იცოდეს, ვინ არის, თუნდაც ეს 5 ადამიანი”- წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს – განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.

ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სამწუხაროდ უკვე ფაქტად იქცა, რომ ვცხოვრობთ დროებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ალტერნატიული მოსაზრების გამოთქმა, თუ ამის ტრანსლირება არის დანაშაული” – ნინო წილოსანი
  • “ბარიგობა არა, შეძენა, შენახვა, მოხმარება მქონდა…” – რას წერს თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში
  • “შევხედოთ სახელებსა და სახეებს, დღეს ევროკავშირი არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირები” – შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge