Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ინფორმაცია მიაწოდებს მოწმეებმა ბაღების ძარცვის საქმეზე სასამართლოს

May 13, 2026
რა ინფორმაცია მიაწოდებს მოწმეებმა ბაღების ძარცვის საქმეზე სასამართლოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაიკითხა.

საქმის პროკურორის განცხადებით, როდესაც კახაბერ გვანცელაძე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი იყო, შესაბამის პოზიციებს იკავებდა იმდროისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი და სწორედ ამ დროს ხდებოდა სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებისგან თანხის აღება.

პროკურორის მტკიცებით, აღნიშნულ საქმეში პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები რომ არ არსებობდეს საქართველოს პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილს ბრალს არ წარუდგენდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი როდესაც იყო კახაბერ გვანცელაძე და შესაბამის პოზიციებს იკავებდა იმდროისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი, აი ამ პერიოდში ხდებოდა სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებისგან თანხის აღება. მეწარმე სუბიექტებს უნდა უზრუნველყოთ, რომ ტენდერის შესაბამისად მოეხდინათ ბაგა-ბაღების უზრუნველყოფა სხვადასხვა ტექნიკით, აქ ძირითადად ტექნიკაზეა საუბარი და შესაბამისად, უკვე მონაწილეობის ფარგლებში, რომ ეს მონაწილეობა განხორციელებულიყო, ეს სქემა შესრულებულიყო, უკვე გადმოეცემოდათ მათ თანხა და შესაბამისად უკვე ნაწილდებოდა. ვთქვათ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი და სხვადასხვა ინვენტარი, რაც შეიძლებოდა კერძო, კონკრეტულ ბაღს მისი მისი საჭიროებიდან გამომდინარე გააჩნდეს. 

ამ საქმეში რომ არ არსებობდეს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, მე არ ვიქნებოდი ის პიროვნება და რა თქმა უნდა, საქართველოს პროკურატურა არ წარუდგენდა ბრალს ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს,” – ამბობს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი. 

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ დაკითხული მოწმეები მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ იცნობდნენ, “არც კი გაუგიათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე ფორმით შემხებლობა, ან ჩართულობა ჰქონოდა დასახელებულ ეპიზოდთან”.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 5 მოწმე იქნა დაკითხული მოწმის სახით. ცალსახად შემიძლია გითხრათ და დაგიდასტუროთ, რომ არცერთ მათგანს ნაცნობობაც კი არ აკავშირებს ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან და ცალსახად, ხუთივე მათგანმა გამორიცხა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობა იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც წარდგენილი აქვს მას ე.წ. ბაღების ეპიზოდთან მიმართებაში. 

გარდა იმისა, რომ არ იცნობდნენ და არასდროს უნახავთ ეს ადამიანი, არც კი გაუგიათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე ფორმით შემხებლობა, ან ჩართულობა ჰქონოდა დასახელებულ ეპიზოდთან,” – განაცხადა ლანა ცერცვაძემ. 

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აღსაყდრება დაჩქარებულად ჩაატარა”- რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე  ახალ პატრიარქზე
  • ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
  • „მღვდლობა აღმოჩნდა ჩემი პირადი მოწოდება… ეს იყო ჩემი არჩევანი” – მამა ირინეოს შენგელია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge