Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა მტკიცებულებები დევს „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირის საქმეში – ახალი დეტალები

May 13, 2026
რა მტკიცებულებები დევს „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირის საქმეში – ახალი დეტალები

კავშირი “ქურდულ სამყაროსთან” – “პირველების” ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა 10-მდე პირი ერთი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანა.

“ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით დაკავებული 44 პირიდან ნაწილს არ სურს, რომ მათი საქმის დეტალების შესახებ მედიაში გაჟღერდეს. შესაბამისად უფლებადამცველები საუბრისგან თავს იკავებენ.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ სპეცოპერაცია ინდივიდუალურად ჩატარდა. ამასთან გაიჩხრიკა თითოეულის საცხოვრებელი სახლი. შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნაღდი ფული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ დაკავებული პირების წინააღმდეგ არსებობს მტკიცებულებები – სატელეფონო ამონაწერი და ფარული მიყურადებით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ იკრიბებოდნენ ბრალდებულები და დანაშაულის შესახებ მსჯელობდნენ. 

როგორც ვიცი, ჩატარდა [ჩხრეკა, მის საცხოვრებელ სახლში]. როგორც ვიცი, არაფერი არ არის ამოღებული,. მასალები ჯერ არ გადმოუციათ ჩემთვის, შესაბამისად ვერც დაგიდასტურებ და ვერც უარვყოფ [რომ მის წინააღმდეგ სატელეფონო ჩანაწერებია საქმეში]. დეტალებზე არ მისაუბრია ჯერ ბრალდებულთან ვერ გეტყვი ვერაფერს,” – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, ირაკლი აბესაძე. 

ცნობისთვის, დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ნოდარ შუკაკიძის ძმა, ე.წ. კანონიერ ქურდს კი ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს.

ლევან შუკაკიძის და მისი დაჯგუფების დასაკავებლად სპეცოპერაცია გლდანში ჩატარდა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა – როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკაბიძემ განაცხადა, აღნიშნულ საქმეზე დამატებით შვიდ ადამიანს ბრალი წაუყენეს: ხუთს პენიტენციურ დაწესებულებაში, ორს კი საზღვარგარეთ დაუსწრებლად.

დასახელდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძის სახელები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე მათგანი „პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“.

დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას“.

გლდანის პარალელურად, სპეცოპერაცია ჩატარდა ნაძალადევის რაიონშიც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი
  • „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • ევროპარლამენტმა ტელეკომპანია “იმედს” ერთი წლით საქმიანობა აუკრძალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge