Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მნიშვნელოვანი სიახლე სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

May 13, 2026
“დადგა ძალიან მაგარი ამბის დრო” – ზუსტდება, ვის და რამდენი ლარით გაეზრდება ხელფასი იანვრიდან?

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.

მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით – 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში ისინი, დახმარების სახით, მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებულ სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობას დამატებულ 1 კვტ/სთ-ზე 8.5 თეთრს- ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1კვტ/სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.

ის ოჯახები კი, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, 200 კვტ/სთ-ის ელექტროენერგიაზე 1 კვტ/სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ – ამ დრომდე ეს მაჩვენებელი კვტ/სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.

სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.

რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით – 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე.” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ცვლილება უკვე ამოქმედდა – მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქსა და რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა.

თბილისის მერია თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას წლებია, უზრუნველყოფს. 2026 წლის სოციალურ პროგრამაში კი ვკითხულობთ:

პროგრამა მოიცავს: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და 200 000-ს არ აღემატება, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით,დარიცხული გადასახადების მიხედვით, შემდეგი გამოთვლის მეთოდითა და პრიორიტეტებით:

ა) დასუფთავების მოსაკრებელზე:
ა.ა) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ერთი პირი 2,5 ლარის ოდენობით;
ა.ბ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ორი პირი 5 ლარის ოდენობით;
ა.გ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია სამი პირი 7,5 ლარის ოდენობით;
ა.დ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ოთხი და მეტი პირი 10 ლარის ოდენობით;
ბ) წყლის გადასახადზე 4,52 ლარის ოდენობით;გ) ელექტროენერგიაზე, აბონენტის მიერ, ფაქტიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ხარჯის შესაბამისად.
ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ, თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში იხილოთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მნიშვნელოვანი სიახლე სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • “ვეძებ აი ამ არამზადა ადამიანს, რომელიც ქურდავს ჩვენს სახლს უკვე მერამდენედ, პოლიცია ეძებს!” – რას წერს მოქალაქე?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge