Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ხმაური პარლამენტში – ერთმანეთს გახარიას გუნდის წევრები და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ

May 13, 2026
ხმაური პარლამენტში – ერთმანეთს გახარიას გუნდის წევრები და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ

ხმაური პარლამენტში – ერთმანეთს გახარიას გუნდის და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ.  ურთიერთბრალდებები სხდომაზე მას შედმეგ დაიწყო, რაც ექსპრემიერის პარტიამ ყოფილი თანაგუნდელები   ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულა. დაპირისპირების მიზეზი გახდა  წამალიც, რომელსაც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშბლები უკვე 24 დღეა უშედეგოდ ითხოვენ.

გიორგი შარაშიძემ “ქართული ოცნებას” უთხრა, რომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ხელისუფლებამ მილიონ 200 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე გადაადგილდებოდნენ. შარაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა საბჭოთა პროპაგანდისტულ გზავნილებს ჰგავს.

“პეტერ მადიარმა, რომელსაც უნგრეთის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს მილიონიანი ავტომობილების გამოყენებას და შკოდისთ აპირებს გადაადგილებას და სხვათა შორის, სიმბოლური დამთხვევაა, სწორედ შკოდა იყო ის მანქანა, ის მარკა, რომლითაც გიორგი გახარია გადაადგილდებოდა. და სწორედ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შეიძინა სახელმწიფომ მილიონიანი და კონკრეტულად მილიონ ორასი ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ თქვენი ყოფილი პრემიერი, რომელიც ციხეში  გყავთ, ბატონი ღარიბაშვილი და დღევანდელი არსებული პრემიერი, ბატონო კობახიძე.

“ოცნების” რიტორიკა, სამწუხაროდ, ერთი ერთში იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ, ცივი ომის დროინდელ პროპაგანდისტულ გზავნილებს. ევროკავშირის ელჩს როგორც მოიხსენიებთ, გერმანიის ელჩს როგორც მოიხსენიებთ… უამრავი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, ნებისმიერი განცხადება აიღეთ ირაკლი კობახიძის, ალვა პაპუაშვილის, მათ შორის თქვენი და ნახავთ…”, – თქვა სხდომაზე გიორგი შარაშიძემ.

პასუხხდ “ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიას „აგენტის მდგომარეობაში მყოფი ბელადი“ უწოდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ასევე მწვავედ გააკრიტიკა განცხადებები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით და ოპოზიცია „სულმდაბლობასა“ და „უსინდისობაში“ დაადანაშაულა.

“გახარიას, თქვენს ბელადს, თვალის ჩაპაჭუნება და შკოდისთ სიარული აქვს მხოლოდ და მხოლოდ საამაყო, კიდევ კარგად ყოფილა ამ ყველაფერზე ხელმომწერი აგენტის მდგომარეობა. არ შეიძლება საკუთარი პოლიტიკური მიზნების დასაკაყოფილებლად ისეთი სულმდაბალი, უნამუსო, ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი განცხადებები აკეთო, როგორიც არის, მაგალითად, რომ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებზე და მათ მშობლებზეგააკეთო განცხადება, თითქოს ჩვენ ოდესმე გვითქვამს, რომ მათი სიცოცხლის გახანგრძლივება ზედმეტ ხარჯებათან არის დაკავშირებული. რომ გამოდიხართ და ბრტყელ-ბრტყელ სისულელეებს საუბრობთ, უბრალოდ, ნამუსი უნდა გქონდეს ჯერ და შემდეგ უნდა გაბედო, გამოხვიდე ტრიბუნასთან და ილაპარაკო, მაგრამ ნამუსის ძაფ გაწყვეტილ ადამიანებს რა შეიძლება ველაპარაკო”, – თქვა არჩილ გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • ხმაური პარლამენტში – ერთმანეთს გახარიას გუნდის წევრები და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge