უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე, ოლენა ზელენსკა რუმინეთში ჩავიდნენ.
ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი.
„რუმინეთში პირველ ლედისთან ერთად ჩავედი. დღეს აქ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მონაწილეობით „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტი იმართება. სამიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი. მსოფლიოში ყველას გვჭირდება ერთობლივი გადაწყვეტილებები და ერთობლივი მუშაობა, რათა ყველასთვის მეტი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. დამატებით რესურსებს მოვიზიდავთ ჩვენი თავდაცვისთვის და გავაფართოვებთ „დრონების შესახებ შეთანხმებების“ ფორმატს“, – წერს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, უკრაინის პირველი ლედი რუმინეთის პირველ ლედის შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს რუმინეთის უნივერსიტეტების უკრაინული კვლევების გლობალურ კოალიციაში გაწევრიანების შესახებ მემორანდუმების ხელმოწერაში.
