საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია – ის 15 წევრისგან დაკომპლექტდა.
საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ ბრძანება N 90 ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
შემადგენლობა ასეთია:
სერგო ჭელიძე – შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი – საბჭოს თავმჯდომარე;
ვასილ გონაშვილი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ზურაბ ქავთარია – ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე – საბჭოს მდივანი;
ივანე აბაშიძე – სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი;
ნათია ჯოჯუა – შპს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
რიმა ბერიაშვილი – სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ამავე უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
მარიამ ბოჭორიშვილი – ა(ა)იპ ტად ვიკის დირექტორი, სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის ხელმძღვანელი;
თამარ გამსახურდია – შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;
ციური დურული – სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
ლევან ვეფხვაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ნინო მინდიაშვილი – შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
ნარგიზ ფალავანდიშვილი – სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უწივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
ეკატერინე შაკიაშვილი – სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
ნინო ჩინჩალაძე – ა(ა)იპ ფონდი საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
ბაქარ ბერეკაშვილი – შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი.
