სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო გადაცემა „სიცრუის დეტექტორს“ ესტუმრა, სადაც მის ნამდვილ სახელზე და ბულინგზე ისაუბრა.
კითხვას “აბულინგებდნენ თუ არა მას ბავშვობაში ნამდვილი სახელის გამო” აქტივისტმა გულწრფელი პასუხი გასცა და წარსულში მომხდარი არასასიამოვნო ინციდენტები გაიხსენა
“ჩემი ოფიციალური სახელი და გვარი არის კუკური ბარამიძე. მაშინ როდესაც გერმანიაში ვცხოვრობდი ჩემი ნამდვილი სახელი ჩემდა უნებურად გაავრცელეს. ბავშვობაში ამ სახელის გამო სულ დამცინოდნენ, ხან კლასელები, ხან მასწავლებლები, ხან ბანკის თანამშრომლები. როდესაც გერმანიაში წავედი დაიწერა სტატია ჩემს დასამცირებლად, სადაც ჩემს სახელს და გვარს დასცინოდნენ. საზოგადოებამ მოახერხა, რომ მე დავგმე ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი.
დომენიკ მანგო არის დოჩანაშვილის „სამოსელლი პირველის“ დომენიკო და მანგო არის ხილი, რომელსაც აქვს ტკბილ-მწარე გემო, ვერ გაიგებ როგორია რაც ჩემს ხასიათს ზუსტად წააგავს.
ერთხელ დავფიქრდი – რატომ უნდა ვმალავდე რაღაცას უკულტურო და არაეთიკური ადამიანის გამო. შემდეგ გადავიღე ფოტო, რომელსაც დავაწერე კუკური. ჩემი სახელი წამოვწიე წინ და აღარ დავიწყე დამალვა, მაგრამ ამ დროს საზოგადოებაში დომენიკ მანგო უკვე დამკვიდრებული იყო, ამიტომ დამრჩა ეს სახელი. ყველა ჩემი მეგობარი მანგოს მეძახის.
ბავშვობაში მეძახდნენ კოკას. მყავდა მასწავლებელი, რომელიც კოკას მეძაღდა ირონიით, განზრახ და ეს ყველაზე მწარედ დამამახსოვრდა.” – განაცხადა დომენიკ მანგომ