9 მაისი გორში – ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავზე, კომუნისტური იდელოგიის მიმდევრებმა ნაომარ ქალაქში აკრძალული საბჭოთა სიმბოლოებით გამართეს მსვლელობა.
“სტალინი, გამარჯვება, სოციალიზმი” – ამ შინაარსის იყო ტრანსფარანტები, რომელიც მსვლელობაში მონაწილეებს ეჭირათ ხელში.
დემონსტრანტები სტალინის მუზეუმიდან ქალაქის საკრებულომდე მივიდნენ. საბჭოთა სიმბოლიკით დატვირთულ მსვლელობაზე მონაწილეებისგან პერიოდულად ისმოდა შეძახილებიც: “დიდება დიდ სტალინს”. აქციის მონაწილეეებმა სტალინის ძეგლის და საბჭოთა კავშირის დაბრუნება მოითხოვეს იმ ქალაქის მოედანზე,რომელსაც 2008 წელს რუსეთი ბომბავდა.
