Saturday, May 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებული ძალოვნები დანაშაულს აღიარებენ

May 9, 2026
ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებული ძალოვნები დანაშაულს აღიარებენ

თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე – ბრალდებული ძალოვნები (სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედი უფროსი და გდდ-ს ყოფილი თანამშრომელი) დანაშაულს აღიარებენ. ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულებსი შემდეგ მედიას საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ განუცხადა.

სახელმწიფო მბრალდებელის თქმით, საქმის ფარგლებში 550-მდე პირია გამოკითხული და გამოთხოვილია ასეულობით ვიდოეჩანაწერი.

კითხვაზე, თუ ვინ არიან მოწმეები და არიან თუ არა ისინი ძალოვანი სტრუქტურის მაღალი თანამდებობის პირები, ან არის თუ არა მათ შორის გდდ-ს ყოფილი შეფის, “ხარებას” ყოფილი მოადგილე მირზა კეზევაძე, პროკურორი პასუხობს, რომ “დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს”.
ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს და ისინი დაეთანხმნენ მათ მიმართ პატიმრობას. ამ ეტაპზე ადვოკატები მათ არ ჰყავთ.

სხდომის დახურვის მიზეზი პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება გახდა. როგორც მოგეხსენებათ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, 550-მდე პირია გამოკითხული, გამოთხოვილია ასეულობით ვიდოეჩანაწერი, განხორციელებულია ხსენებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერება შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად, საქმე თავის მოცულობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია”,- განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს საქმის პროკურორს ჟურნალისტებმა ჰკითხეს – გამორიცხავს თუ არა ის, მათი ზემდგომი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რაზეც გამყრელიძემ განაცხადა, რომ “გამოძიების ფარგლებში თუკი, რომელიმე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდება, საქართველოს პროკურატურა დაიწყებს მათ მიმართ სისხლისამართლებრივ დევნას”.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა ისინი ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვას, ვინაიდან მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობაში ორზე მეტი პირი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, რომელიც ასევე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, პროკურორი პასუხობს, რომ თუკი, ხაბეიშვილს სურვილი ექნება, მას გამოკითხავენ.

ჟურნალისტებმა პრროკურორს ასევე ჰკითხეს, როცა 2 წლის განმავლობაში ვერ ხდებოდა პირების იდენტიფიცირება, რა შეიცვალა ახლა:

როცა საკმარისი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული კონკრეტული პირების იდენტიფიცირებისთვის, შესაბამისად იქნა მათ მიმართ დევნის დაწყების გადაწყვეტილება”,- განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ძალოვნებს – სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა.

საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა. ბრალდებულებს ადვოკატები არ ჰყავთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე ძალადობისთვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
  • 31 წლის კაცის მკვლელობა შარტავაზე – დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge