“ეს იყო “ქართული ოცნების” დაგეგმილი თამაში” – ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა თეა ადეიშვილის “დღის ამბებში” განაცხადა და 4 ოქტომბრის მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” დაგეგმილ თამაშში არა მარტო ოპოზიციაში, არამედ აქციის ჯგუფებში შეიძლება იდგეს ადამიანი, რომელიც მომიტინგეებს თანამებრძოლი ეგონოთ და სინამდვილეში სუს-ის აგენტი იყოს.
ირაკლი შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მხარეს “ინტელექტუალური საზოგადოება არ არის” – “ყველაზე მეტად გული ამაზე მწყდება, რომ ასეთი გონებაჩლუნგები როგორ გვჯობნიან”.
პოლიტიკოსებმაც და იმ აქტიურმა პერსონებმაც უნდა გაითვალისწინონ ქმედებები, როგორ ებრძოლონ ივანიშვილის რეჟიმს სწორად. ტიტუშკები, შემოგზავნილი პროვოკატორები, შემოგზავნილი აგენტები – უნდა გადამოწმებულიყო თითოეული ინფორმაცია, რომელსაც ასე ვთქვათ ორგანიზატორებს აწვდიდნენ. არ ვიცი რატომ წამოეგნენ იმ პროვოკაციას, რაც მოხდა, მაგრამ ფაქტი და შედეგი არის უმძიმესი იმიტომ, რომ ადამიანები ციხეში გაუშვეს.
ეს იყო “ქართული ოცნების” დაგეგმილი თამაში და ამ “ქართული ოცნების” დაგეგმილ თამაშში არა მარტო ოპოზიციაში, არამედ აქციის ჯგუფებში შეიძლება იდგეს ადამიანი თქვენს გვერდით, რომელიც მიგაჩნდეს თანამებრძოლად, ეკავოს დროშები, პლაკატები, აპროტესტებდეს, ყვიროდეს და ამ დროს იყოს სუს-ის აგენტი და ასრულებდეს სუს-ის დავალებას, ამიტომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანის ქმედება, წინადადება, რჩევა, რამდენად რეალურია და ა.შ..
სამომავლოდ, ყოველთვის უნდა ვისწავლოთ რამ ანუ წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ წარსულის შეცდომების გაანალიზება და სამომავლოდ ამის გათვალისწინება, რათა უფრო მობილიზებული, უფრო ორგანიზებულები, დახვეწილები…
იცით რა არის? – იქითა მხარეს, თუ არ ჩავთვლით რუსულ სპეცსამსახურებს და მათ მენტორებს, ინტელექტუალური საზოგადოება არ არის, გაცილებით ინტელექტუალი საზოგადოება არის აქციის მონაწილეებში და აქეთა მხარეს, ყველაზე მეტად გული ამაზე მწყდება, რომ ასეთი გონებაჩლუნგები როგორ გვჯობნიან. ამიტომ გვჭირდება უფრო მეტი მობილიზება, ყურადღება, შემართება, ეგოების დაცხრობა. ჯერ საქართველოა დასახსნელია ამ რეჟიმისგან, მერე გადაინაწილონ ძალაუფლება,” – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ხუთი პირი: ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
