სრულად ვეთანხმებით რუსეთის ფედერაციის თანმიმდევრულ პოზიციას ისტორიული სიმართლის დაცვისა და საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საკითხებში, – ამის შესახებ აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 9 მაისთან დაკავშირებით გაუგზავნა.
„ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! სამხრეთ ოსეთის ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მთელ რუს ხალხს ამ დიდ დღესასწაულს – დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს!“, – აღნიშნულია წერილში.
გაგლოევის თქმით, დღევანდელ დროში, როდესაც მსოფლიო კვლავ გამოწვევების წინაშე დგას, „რუსეთის როლი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.
