Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს დიპლომატიის აკადემია” – ირაკლი კობახიძე

May 8, 2026
“იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს დიპლომატიის აკადემია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს დიპლომატიის აკადემია, ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის და უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.

„მინდა, პირველ რიგში აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დღეს არსებითად ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების სათანადოდ გადაცემას. საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლების და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.

თქვენ იცით, რომ წარმატებით ფუნქციონირებს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ასეთი უწყებრივი დაქვემდებარებით, ეს არის მაგალითად საქართველოს თავდაცვის აკადემია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ასევე შეიქმნა, მოგეხსენებათ, უსაფრთხოების აკადემია და ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემიაც, თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით, წარმატებით უზრუნველყოფს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და მთლიანად სამინისტროს დახვეწილი კონცეფციის მომზადებისთვის. მომავალი წლის სექტემბრიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას. ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მამუკა მდინარაძემ სუს-ის ხელმძღვანელს სთხოვა, გიორგი უძილაურთან დაკავშირებით რამდენიმე ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნოს
  • თბილისში, საბურთალოზე კაცი მოკლეს
  • მამუკა მდინარაძე სპეცრაზმელების დაკავებას ეხმაურება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge