Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სახელმწიფოს მიდგომა არის, რომ კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად, ნახეთ ამისი შედეგებიც” – შალვა პაპუაშვილი პოლიციელების დაკავებაზე

May 8, 2026
რატომ ვერ გამოინახა ადგილი პატრიარქის დაკრძალვაზე ოპოზიციისა და ყოფილი პრეზიდენტებისთვის – რას პასუხობს პაპუაშვილი ჟურნალისტებს

ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება და ითქვა კიდეც, რომ ყველა ამ ინციდენტს სახელმწიფო სათანადოდ მიყვება, გამოიკვლევს და გამოავლენს – ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა სწორედ ეს არის, რომ კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარი იყო საკუთარ მტკიცებულებებში, შესაბამისი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ გამოვლენილიყვნენ ისინი, ვინც უფლებამოსილების გადამეტებით მოქმედებდნენ.

„გამოძიება მიდიოდა, პროკურატურა საუბრობდა იმ სირთულეებზე, რომელიც ამ გამოძიებაში იყო, რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ იყო მყარი საკუთარ მტკიცებულებებში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ გამოვლენილიყვნენ ისინი ვინც უფლებამოსილების გადამეტებით მოქმედებდნენ. ამავდროულად, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რასთან გვქონდა საქმე. ძირითადად ეს ეხება 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტებს და უნდა გავიხსენოთ უპირველეს ყოვლისა, რა გარემოება იყო. საქართველოში დაგეგმეს და დაიწყეს „მაიდანის“ განხორციელება. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოში ჩამოვიდა ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნის პარლამენტის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებისგანაც გვესმოდა პირდაპირ მოწოდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და შვედმა კომიტეტის თავმჯდომარემ პირდაპირ „მაიდნისკენ“ მოუწოდა აგრესიულ ოპოზიციას. ჩვენ ვნახეთ თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, მცდელობა პარლამენტის გადაწვისა, ძალადობა, პოლიციელებზე ძალადობა, იცით, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მიცემული იმისთვის, რომ აზიანებდა ადამიანებს „მოლოტოვის კოქტეილით“, პოლიციელების ცოცხლად დაწვა უნდოდა, ამ პირობებში უწევდათ პოლიციელებს ჩვენი ქვეყნის დაცვა და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“, ძალადობისა და თავდასხმებისგან, რომელიც სრულად გარედან იყო ინსპირირებული, წაქეზებული და ორგანიზებული. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება და ამ მხრივაც ის ცალკეული ინციდენტები, რომლებიც მაშინ ჩვენ ვიხილეთ, ითქვა კიდეც, რომ ყველა ამ ინციდენტს სახელმწიფო სათანადოდ მიყვება და გამოიკვლევს და გამოავლენს. ასე მოხდა კიდევაც. ასე რომ, ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა, სწორედ ეს არის, რომ კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად, ნახეთ ამისი შედეგებიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაკავებულ ძალოვნებს ბრალი წარედგინათ – მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
  • სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს – ერთ-ერთი დაკავებული დანაშაულს აღიარებს
  • “ექიმების ჯგუფი მაინც შეგექმნათ, 2 წლის განმავლობაში 3 ბავშვი გარდაიცვალა იმის გამო, რომ არ იცოდნენ, როგორ ემართათ მშობლებს” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მამა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge