Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბრძოლა გაგრძელდება… სხვა ალტერნატივა არ გვაქვს” – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები

May 7, 2026
“ბრძოლა გაგრძელდება… სხვა ალტერნატივა არ გვაქვს” – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან კიდევ ერთი ღამე გაათენეს.

მშობლები მიხეილ სარჯველაძის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვიზიტს გამოეხმაურნენ.

აღნიშნული კლინიკა იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველია.

მშობლების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ დაიწყოს ზრუნვა მულტიდისციპლინური გუნდის შექმნაზე, თუმცა ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ, სანამ სახელმწიფო ქვეყანაში აუცილებელ მედიკამენტებს არ შემოიტანს.

“აქ 24 საათი ყოფნა გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და მთავარი მოთხოვნა მაინც მედიკამენტებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ დაიწყოს ზრუნვა მულტიდისციპლინური გუნდის შექმნაზე, უკვე სათანადო კლინიკებიც, თუ კლინიკა შეარჩია, ეს არის ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება. მშობლებს სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სახელმწიფომ ეს მედიკამენტები საქართველოში შემოიტანოს და ჩვენმა შვილებმა მიიღონ აუცილებელი მედიკამენტები ამ დაავადების შესაჩერებლად,” – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს, მათ მშობლებს და მხარდამჭერებს შსს-მ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.

მოგვიანებით, მათ საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიცია დახვდათ მობილიზებული, ხოლო საპატრიარქოსგან მიიღეს პასუხი, რომ დღეს, 7 მაისს, ცხელ ხაზზე დაერეკათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულებს სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომა დაიხურა
  • “ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს „შავი კამპანია“ და მეუფე შიოს წინააღმდეგაც გრძელდება არასწორი დამოკიდებულება – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც სინოდი მიიღებს” – კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge