Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

May 6, 2026
ბაპტისტური თემი აღდგომას ზეიმობს

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. უკრაინა შემდგომ ნაბიჯებს სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე განსაზღვრავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის ოპერაციები ფრონტის ყველა ძირითად სექტორში გრძელდება და მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ თითქმის 30 თავდასხმა განახორციელა. ამასთან, მხოლოდ წუხელ და დღეს დილით რუსეთმა 70-ზე მეტი საჰაერო ბომბის გამოყენებით 20-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა – იყო შეტევები დრონებითა და რაკეტებით.

ზელენსკის განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით, რუსეთის არმიის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის 1 820 დარღვევა მოხდა.

„უკრაინამ ნათლად განაცხადა, რომ სარკისებურად იმოქმედებს. ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის აშკარაა, რომ სრულმასშტაბიანი ომი და ადამიანების ყოველდღიური მკვლელობა ცუდი დროა საჯარო „ზეიმებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ინტერნეტის გათიშვისა და კომუნიკაციების დაბლოკვის მიუხედავად, „რუსების უმეტესობას შესანიშნავად ესმის, რომ მათ ლიდერებს შეუძლიათ ბუნკერიდან გამოსვლა და მშვიდობის არჩევა“.

„დღეის მდგომარეობით, დავადასტურეთ, რომ რუსულმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენი სამხედრო და დაზვერვის საღამოს ანგარიშების საფუძველზე, განვსაზღვრავთ შემდგომ ქმედებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია აღმაშენებლის ხეივანზე – არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი
  • “დაახლოებით 1 კვირაში საქართველოს ეყოლება ღვთის მადლით ახალი კათოლიკოს-პატრიარქი… უნდა აღსრულდეს ნება ღვთისა” – მიტროპოლიტი საბა
  • სასამართლომ პარტია „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge