Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მარტში, თებერვალთან შედარებით ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა” – ეროვნული ბანკი

May 6, 2026
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6818-დან 2.7188- მდე, ანუ 1.4%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 3.1723-დან 3.1460-მდე, ანუ 0.8%-ით გამყარდა.

მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6998 და 3.1032 შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7470 იყო, მინიმალური კი – 2.6759.

„მარტში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური მნიშვნელობა მაქსიმალურზე მეტად იყო გადახრილი. მარტში, საშუალოდ დოლართან მიმართებაში, საქართველოს თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტა გაუფასურდა. შესამჩნევი იყო რუსული რუბლის გაუფასურება. ასევე გაუფასურდა ევრო, ლარი და თურქული ლირა. სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 1.7%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. აღნიშნული გაუფასურება მეტწილად საქართველოსა და მის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის ინფლაციათა დიფერენციალით აიხსნება. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, მარტში წლიურად 3.7%-ით, თვის ჭრილში კი 0.1%-ით გამყარდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, ზოგადად, ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს.

„სავაჭრო პარტნიორთაგან მარტში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. გლობალურად მომატებული გაურკვევლობის და გაზრდილი ინფლაციური რისკების ფონზე ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციების კლება შენელდა“, – ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მეუფე იობის პირველი კომენტარი დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით
  • ვისაც გართობა უნდა ტელევიზორებთან, გაერთონ… გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღებთ – მეუფე იაკობი
  • ილია თოფურია ხვალ დონალდ ტრამპს შეხვდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge