Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მთავრობის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, სამიტში მონაწილე არცერთ ლიდერს საქართველო თავის გამოსვლაში არ უხსენებია” – გიორგი გახარია

May 5, 2026
“მთავრობის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, სამიტში მონაწილე არცერთ ლიდერს საქართველო თავის გამოსვლაში არ უხსენებია” – გიორგი გახარია

“გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, სომხეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, სამიტში მონაწილე არცერთ ლიდერს საქართველო თავის გამოსვლაში არ უხსენებია.

მისივე შეფასებით, ირაკლი კობახიძეს, რომელიც სამიტს ესწრებოდა, ქვეყნის ინტერესების დასაცავად არც ერთი სიტყვა არ უთქვამს.

ოდესღაც რეგიონული ლიდერი საქართველო, მთავრობის მიზანმიმართული და მავნე პოლიტიკის შედეგად, ფაქტობრივად ჩანაცვლდა სომხეთით – წერს გიორგი გახარია.

“ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი ერევანში კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობამ მიზანმიმართულად და სისტემურად შლის ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, ევროკავშირის რეგიონში გავლენის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც რეგიონული უსაფრთხოებისთვის, ისე ევროპის კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სამიტის სამხრეთ კავკასიაში ჩატარებაში, ისაუბრეს რეგიონისა და ევროკავშირის შორის თანამშრომლობის მომავალზე. საქართველოს მთავრობის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, სამიტში მონაწილე არცერთ ლიდერს არ უხსენებია საქართველო თავის გამოსვლაში. ამასთანავე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც სამიტს ესწრებოდა, ქვეყნის ინტერესების დასაცავად არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. ოდესღაც რეგიონული ლიდერი საქართველო, მთავრობის მიზანმიმართული და მავნე პოლიტიკის შედეგად, ფაქტობრივად ჩანაცვლდა სომხეთით. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ლიდერობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პრაგმატულმა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ ქვეყანა დააახლოვოს დასავლეთთან და შეამციროს რუსეთის ფესვგადგმული გავლენა.

ევროკავშირთან და ჩვენს მეზობლებთან ერთად, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევინარჩუნოთ ევროპა საქართველოში და უზრუნველვყოთ საქართველოს დამსახურებული ადგილი ევროპაში”, – წერს გიორგი გახარია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ლელოს“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოში 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  • “იმდენი მცდარი ნაბიჯი გადადგა, სათვალავი ამერია” – ანა დოლიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge