Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქართული ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის – რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში

May 4, 2026
“ქართული ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის – რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ბრიუსელი “ოცნების” ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის გამო მკაცრად აკრიტიკებს და კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების, მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ჩანაწერში მოხვდა ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვაც.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკვე დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და ევროკავშირმა ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

“ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი წვეყნების მიერ დაწესებული პერსონალური სანქციები ბიძნა ივანიშვილის, “ქართული ოცნების” ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, საარჩევნო გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დაუსჯელობის წინააღმდეგ.

მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში წევრი ქვეყნების მზარდმა რაოდენობამ შემოიღო ინდივიდუალური სანქციები საქართველოს ოფიციალური პირებს წინააღმდეგ. მოუწოდებს სხვა წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ მათ მაგალითს” – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თუ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, უვიზო რეჟიმი შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდეთ.

“აღნიშნავს კომისიის წინადადებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც ქართული ოცნების რეჟიმის ქმედებების პირდაპირ შედეგს, რაც ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევას წარმოადგენს. გამოხატავს სინანულს, რომ ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა იმ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე, ვერ გახდა შესაძლებელი უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან არსებული წინააღმდეგობის გამო. აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაგრძელებულმა უმოქმედობამ შესაძლოა გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დაეკისრება.

მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით, რაც ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს” – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოში მიღებული რეპრესიული კანონების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუძლებელია.

“მკაცრად გმობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, როგორც ავტორიტარულ გადახვევას, რომელიც სცილდება ევროკავშირისა და დემოკრატიულ ღირებულებებს, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზს უსვამს, რომ სანამ ეს კანონმდებლობა არ გაუქმდება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ წაიწევს წინ” – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სამთავრობო მედიებზეც. საუბარია “ტვ იმედის” და “რუსთავი 2”-ის დასანქცირების მოთხოვნაზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კობახიძე, როგორც ბუტაფორია, ისე ესწრება შეხვედრას” – გრიგოლ გეგელია
  • აქცია რუსთავში – მოქალაქეები მიწებზე საკუთრების უფლების დაბრუნებას მოითხოვენ
  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge