თბილისის საქალაქო სასამართლოში გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი გელა ხასაიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, დაზარალებულის სტატუსის მქონე გელა ჩადუნელი დაიკითხა.
“ტვ პირველის” კორესპონდენტის ცნობით, გელა ხასაიას საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე გელა ჩადუნელმა ხასაია სხდომათა დარბაზში ვერ იცნო.
ამასთან მოწმეს მოსამართლე ხუსკივაძემ ჰქკითხა: “კანონით გათვალისწინებული შეღავათები რომ მიიღონ ბრალდებულებმა იყო თუ არა წინააღმდეგი”, რაზეც რამაზ ჩადუნელმა თქვა, რომ ” არ არის წინააღმდეგი”.
გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის მტკიცებით, 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.
ხასაიასგან განსხვავებით, ქერდოყაშვილმა წარდგენილი ბრალი აღიარა. გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას მის აქტიურობას უკავშირებს.
