Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, გავიგე მხოლოდ ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, რატომ ჩატოვეს ციხეში?” – მიხეილ სააკაშვილი

May 4, 2026
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსების დევნის საქმეზე სასამართლო სხდომას არ დაესწრება

ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, ნუ გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რატომ ჩატოვეს ციხეში? ივანიშვილმა ვერ აპატია, როცა აღსრულების სამსახურში იყო, უკანონო 70 მილიონი რომ დაუყადაღა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან სასამართლო პროცესზე, ვიდრე 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებებს გამოიკვლევდნენ, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, რის შემდეგაც, სხდომათა დარბაზი დატოვა.

„რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ. პირველად შეფრინდნენ უკრაინის დრონები მოსკოვის ტერიტორიაზე, მათ შორის, ცენტრალურ ტერიტორიაზე. უკვე მესამე თვეა, რუსეთის არმია უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს უკრაინაში, ვიდრე იღებს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი, ეს იმას ნიშნავს, რომ დამთავრებულია მაგათი სიმღერა. რუსეთმა 10 მილიარდი დოლარი დაკარგა დარტყმების შედეგად.

კავკასიის ისტორიაში დღეს მნიშვნელოვანი დღეა. მთელი ევროპელი ლიდერები ჩამოვიდნენ კავკასიაში პირველად, ოღონდ იქ კი არა, სადაც ტრადიციული ცენტრი იყო, ყველამ იცის რომ ეს არის თბილისი, მაგრამ ჩამოვიდნენ ერევანში. ივანიშვილმა 2013 წელს გამოგვიცხადა, რომ მისთვის მისაბაძი იყო მაშინდელი სომხეთის საგარეო პოლიტიკა.

ახლა ჩვენ გადავიქეცით 2013 წლის სომხეთად და სომხეთი გადაიქცა 2012 წლამდე საქართველოდ. ვინმეს ეჭვი ხომ არ გეპარებათ, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი თბილისში ჩამოვიდოდა.

ამას წინათ, ერთმა პოლიტიკოსმა თქვა სააკაშვილს წარსულის ტრავმები აწუხებსო, წარსულის ტრავმები აწუხებს სწორედ იმას, ვისაც წარსულზე ლაპარაკი არ შეუძლია და ამას თავს არიდებს. მე კი ვამაყობ ჩვენი წარსულით.

სულ ამას ტირაჟირებენ, 2008 წელს საქართველომ წააგო ომი და საქართველომ დათმო ტერიტორიები, სააკაშვილმა გაუფორმა 20%-იო, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო.

ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რომელსაც ვაწვებოდი, რომ ხელი მომეწერა, რომ ჩვენი ტერიტორიების სტატუსი ღიად დამეტოვებინა, პუტინი და სარკოზი ერთად მაწვებოდნენ და მეუბნებოდნენ, მომკლავდნენ, სარკოზი მეუბნებოდა პუტინის გადმოცემულს, თუკი ამას ხელს არ მოვაწერდი, ჩვენ ამას ხელი არ მოვაწერეთ. ხელი მოვაწერეთ ძალიან კარგ შეთანხმებას, რომლითაც რუსეთს ჯარი უნდა გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათ ეს არ შეასრულეს, იმის გამო, რომ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, ივანიშვილის რეჟიმს მიეცა საშუალება საერთოდ აღარ ილაპარაკოს იმ ხელშეკრულების შესრულებაზე და პირიქით, აქეთ დაგვადანაშაულოს რაღაც მითიური ტერიტორიების დათმობაზე.

სინამდვილეში 2008 წელს რუსეთმა კატასტროფული მარცხი განიცადა.

ეკლესიის საკითხი – რატომ არ ვსაუბრობთ ამაზე? არც ერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემი პრეზიდენტობის დროს. 300-მდე ტაძარი აღვადგინეთ და ეს არ იყო ივანიშვილის ფულით, როგორც გაავრცელეს ხმა, საქართველოს ბიუჯეტის ფული იყო… წმინდა გიორგის ძეგლი დავდგით მთავარ მოედანზე. რატომ აძლევთ მათ საშუალებას გამოგვაცხადონ როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?

სუპზე ხომ საუბრობენ „ქოცები“, ჩვენი დროის შემდეგ, უხორცო სუპი 2,5-ჯერ გაძვირდა „ნაციონალების” მმართველობის შემდეგ, ბავშვთა კვება 3-ჯერ გაძვირდა.

რეპრესიული რეჟიმი იყოო და არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ გვყავდა…. ლევან ხაბეიშვილი ერთადერთი მიზეზის გამო დაამწყვდიეს, ხალხს დაუბრუნდა იმედი, მისცა ორგანიზების სტიმული, ცემის და მუქარების არ შეეშინდა და ბოლოს პოლიციის მოსყიდვის ბრალდებით დაიჭირეს.

იგივე ეხება ელენე ხოშტარიას, რომელიც მხოლოდ იმიტომ დატოვეს ციხეში და ალბათ, წლების დამატებას უპირებენ, რომ მან აჩვენა, რომ არაფრისაც არ ეშინია. იგივე ეხება პაატა ბურჭულაძესაც. მან თავისი უშიშარი ხასიათის გამო ამ საკანში ამოყო თავი.

ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, ნუ გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რატომ ჩატოვეს ციხეში? ივანიშვილმა ვერ აპატია, როცა აღსრულების სამსახურში იყო, უკანონო 70 მილიონი დაუყადაღა.

ირაკლი ნადირაძეს ვერ აპატიეს, რომ საკრებულოში მრავალი მილიონი გააგდებინა ხელიდან კორუმპირებულ ბანდას.

პაატა მანჯგალაძეს და მურთაზ ზოდელავას ვერ აპატიეს, რომ უბრალოდ წესიერები არიან. პოლკოვნიკ ლაშა ბერიძე, რომელსაც საუკეთესო ამერიკული სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული, იმის ნაცვლად, რომ სამშობლოს იცავდეს, ციხეში გაამწესეს. ის რომ ამერიკის აკადემიაში სწავლობდა, საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა”,- განაცხადა სააკაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა
  • გელა ხასაია დაზარალებულის სტატუსის მქონე პირმა სხდომათა დარბაზში ვერ იცნო
  • ჯარიმა თუ პატიმრობა – ლევან ჯობავას საქმეზე გადაწყვეტიელბა, სავარაუდოდ, 6 მაისს გახდება ცნობილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge