მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მოქალაქეები ადგილზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ მოზარდებს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.
პარალელურად, მოზარდების მშობლებმა კობახიძის ადმინისტრაცაისთან მე-14 ღამე გაათენეს. ისინი ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის შემოტანას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ბრძოლის გარდა სხვა გზა არ დარჩენიათ.
“ორ კვირაზე მეტია, რაც ცუდი ამინდების მიუხედავად, წვიმაში, ქარში მშობლები ვათენებთ ღამეებს, თუმცა არანაირი პასუხი ჩვენ დღემდე არ მიგვიღია. ვერ გავჩერდებით, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გავქვს სახელმწიფო გარდა, უნდა გვიშველონ რამე. ჩვენს შვილებს ჩვენს დროს ჰპარავენ, რასაც მე ჩემს შილებთან უნდა ვატარებდე ახლა, რომელსაც ჩემს გარეშე წყლის დალევაც არ შეუძლია” – ამბობს მშობელი.
