Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქოცების ერთმა ფლანგმა დაასამარა მეორე ფლანგი…. ახლა სცენაზე ივანიშვილის გამოსვლის დროა” – გოცირიძე ფასების კომისიის დასკვნაზე

May 2, 2026
“ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ცნობილი წევრის შვილი კალაძის საარჩევნო შტაბში აღმოჩნდა” – რას წერს რომან გოცირიძე

“ქოცების ერთმა ფლანგმა დაასამარა მეორე ფლანგი….” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფასების კომისიის დასკვნას პოლიტიკოსი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე.

მისი თქმით, დასკვნაში ვერ დაწერდნენ, რომ ფასები არ იზრდება, ამიტომაც გოცირიძის შეფასებით, დასკვნიდან გამოდის, რომ “ეს მთავრობის ბრალია და არა ბიზნესის”.

პოლიტიკოსი წერს, რომ ახლა სცენაზე ივანიშვილის გამოსვლის დროა – “ან უნდა თქვას, ფასები არ იზრდება, გეჩვენებათო, ან რომელიმეს მხარე უნდა დაიჭიროს”.

“რაც კობახიძემ ილაპარაკა ფასების ზრდის მიზეზებზე, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. სწორედ მის პრეზენტაციას მოჰყვა სუსის კომისიის შექმნა, რომელიც საბოტაჟზე თუ დივერსიაზე ეჭვების გამო შეიჭრა სავაჭრო ობიექტებში, ამოიღო დოკუმენტები, რასაც მოჰყვა პარლამენტის კომისიის შექმნა და ამ კომისიამ რა დაასკვნა?
1. ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენცია არსებობს და არ ხდება არავითარი გარიგებებიო;
2. არავითარი ზემოგება არ არსებობს ვაჭრობის სექტორში,იმდენი აქვთ მოგების მარჟა, რამდენიც არის მიღებული საერთაშორისო დონეზეო.
ქოცების ერთმა ფლანგმა დაასამარა მეორე ფლანგი.
ფასები არ იზრდებაო, ამას ხომ ვერ დაწერდნენ და რადგან იზრდება, ამ დასკვნიდან გამოდის, რომ ეს მთავრობის ბრალია და არა ბიზნესის.
კომისიამ ფასების ზრდაში სახელისუფლებო ბიზნესის როლზე მთლიანად დახუჭა თვალი. ეს უკვე “ოცნების” შიდაპოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მიუთითებს. სასაცილოდ გამოიყვანეს მთავრობა, რომლის გათვლები და ცხრილები სანაგვეში მოისროლეს.
ზუსტი ციტატა კომისიის დასკვნიდან იხილეთ კომენტარში. ეს “ოცნების” ერთი კლანის მიერ მეორე კლანის გაბითურებაა.
ახლა სცენაზე ივანიშვილის გამოსვლის დროა-ან უნდა თქვას, ფასები არ იზრდება, გეჩვენებათო, ან რომელიმეს მხარე უნდა დაიჭიროს.
საბოლოოდ ამ ფორმით მიიღებს თუ არა პარლამენტი დასკვნას, ამას მალე ვნახავთ. როგორადაც უნდა ჩაასწორ-გადაასწორონ, ფაქტი ერთია-მთავრობა პროვოკატორ-დამნაშავედ გამოიყვანეს.
თითოეული აბზაცის ირგვლივ ბრძოლა გაიმართება, გადარჩენის ბრძოლა”, – წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე” – ზურაბ ჯაფარიძე
  • პოლიტიკური ლიდერების საქმე – ამ ეტაპზე უცნობია, დააბრუნებენ თუ არა სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს
  • ეროვნულ ბანკმა მაისში რეკორდული მოცულობის წმინდა შესყიდვები განახორციელა და 632.9 მლნ აშშ დოლარი შეიძინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge