ჩხუბი და საქმის გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის – ნაცემია ერთი მოზარდი. შემთხვევა თბილისში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, 14 წელს მიუღწეველი მოზარდი დედასთან ერთად გადაადგილდებოდა, როცა მასთან მოსწვალეები მივიდნენ და გვერდზე გასვლა მოსთხოვეს, მალევე კი ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, სასწავლო დაწესებულებამ მომხდარიდან მალევე ფაქტის შესახებ შესაბამის უწყებას შეატყობინა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
“დაპირისპირება ბავშვების სკოლის გარეთ მოხდა, თუმცა როგორც მანდატურის სამსახური, ისევე სკოლა მთლიანად ჩართულია საკითხის პრევენციისთვის. საკითხს იძიებს პოლიცია, დების პოსტიდანაც ჩანს ეს ყველაფერი. სკოლას რაც შეეხებოდა, შესაბამისი უწყებები ჩააყენა საქმის კურსში. როგორც ვიცი სკოლაში არ დაწყებულა ეს კონფლიქტი. ხელკეტებით ჩხუბზე არაფერი ვიცი, არამგონია, ეგეთი სიტუცია ყოფილიყო. თვითონ ბავშვის ამბავი მოვიკითხე რამდენიმეჯერ – რაც ინფორმცაია მაქვს, ჩემს გვერდით იყოდა და მაშინ წაიყვანესო, დანარჩენს უკვე სკოლაც მოიკვლევს და მანდატურის სამსახურიც და პოლციაც მიხედვა”, – ამბობს 175-ე სკოლის დირექტორი.
რამდენიმე საათის წინ ნაცემი მოზარდის დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლსი კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
