Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თუ ხელისუფლების ნაცვლად პასუხისმგებლობის გადაკისრება ბიზნესზე უნდოდათ, ახლა ეს ბიზნესიც გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან, ბოდიში მოუხადეს “ფასნამატში” რომ სდებდნენ ბრალს და სრული კარტბლანში მისცეს ხალხის საძარცვავად” – რომან გოცირიძე

May 1, 2026
„მეწყერი დღითიდღე ძლიერდება, 30-მა ოჯახმა სახლები დატოვა…“ – რა ვითარებაა ხარაგაულში?

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ფასებს ზრდის ფულის ბეჭდვა. ამ იდეისათვის ნობელის პრემია მიიღო ხალხმა. თუ რატომ ხდება საჭირო ფულის ბეჭდვა, ამ მეორე იდეისათვის ნობელის პრემიები მიიღო სხვა ხალხმა.
ფასების კომისიამ ისე დაამთავრა მუშაობა, რომ ეროვნული ბანკის და მთავრობის როლი არც კი უხსენებია.
უსაქმურების მრავალთვიანი სხდომებიდან გავიგეთ ორი რამ:
-არაფერ შუაში ყოფილან სავაჭრო ქსელები( საწვავიც იგულისხმება), ტყუილად დავაბრალეთ ზედმეტი მოგების მიღება, სინამდვილეში “მიწოდების ჯაჭვში” დამატებითი ხარჯები წარმოიშვება და ეს ზრდის საქონლის თვითღირებულებასო( ფასსო);
-ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, მთავრობამ უნდა შექმნას რეგიონებში საქონლის მიწოდების სახელმწიფო სადისტრიბუციო ცენტრებიო.
ეს რეკომენდაცია პირდაპირ გადმოწერეს ვენესუელის ფასების კომისიიდან, რომელსაც დიქტატორი ჰუგო ჩავესი ხელმძღვანელობდა და რომელმაც მოშალა ქვეყანაში ვაჭრობა და ჰიპერინფლაცია წარმოშვა. ახლა ჰუგო ჩავესი საიქიოს დიდ საკონცერტო დარბაზში პირველ რიგში ზის კობზონის კონცერტზე, ხოლო მისი მემკვიდრე მადურო ამერიკის ციხეში.
ამ კომისიის სხდომების ორგანიზებისათვის რამდენი ელექტროენერგია, საწვავი და ხელფასები დაიხარჯა, რამდენი მილიონი დაუჯდა ბიუჯეტს ამათი ნაბჟუტურების იმედ-რუსთავზე გაშუქება-ყველა თეთრი უკან უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში.
მთავარი შედეგი კი ის მივიღეთ, რომ თავდაპირველად თუ ხელისუფლების ნაცვლად პასუხისმგებლობის გადაკისრება ბიზნესზე უნდოდათ (ნაწილობრივ სამართლიანად), ახლა ეს ბიზნესიც გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან, ბოდიში მოუხადეს “ფასნამატში” რომ სდებდნენ ბრალს და სრული კარტბლანში მისცეს ხალხის საძარცვავად.
არ იქნება სამართალი, არ იქნება იაფი კვერცხი, ამბობს თანამედროვე ქართული ანდაზა, რომელიც ქუჩაში იშვა.” – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია პარლამენტში თებერვალში 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ შოტა ბერეკაშვილმა თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. მან ასევე თქვა: ” ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ მცირე და საშუალო მწარმოებლის მხარდაჭერა სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს… რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
  • ვინ არიან სუს-ში გელა გელაძის მოადგილეები
  • დასაქმებულების შრომითი პრობლემების მოსაგვარებლად ოთხი პროფესიული კავშირის ახალი გაერთიანება იქმნება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge